• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ!”-ლევან ალაფიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:34 03-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

„112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში 2020 წლამდე მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ. ასე დაავალა თბილისის საქალაქო სასამართლომ! თანხა ბევრი არ არის, მაგრამ პრინციპი და კანონი არ იზომება“, – ეს პოსტი იურისტმა ლევან ალაფიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

როგორ დაიბრუნა თანხა და რა გაითვალისწინა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას – ეს კითხვები BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ავტორმა იურისტს პირდაპირ ეთერში დაუსვა, საპასუხოდ კი ლევან ალაფიშვილმა განაცხადა: „ამ პროცესს წინ უძღოდა ასევე პრეცედენტული საქმე 2019 წელს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მთავრობას არ ჰქონდა საფასურის დაწესების უფლებამოსილება, რადგან პარლამენტს ამის უფლება მისთვის არ მიუნიჭებია, ამიტომ 2012-2020 წლების მთავრობის დადგენილება ამ ნაწილში ანტიკონსტიტუციურად სცნო. მთავრობა არ იყო უფლებამოსილი აეკრიფა ეს გადასახადი, მოქალაქეები კი ვალდებულნი ვართ მხოლოდ კანონით განსაზღვრული გადასახადი ვიხადოთ, სწორედ ამიტომ გავაგრძელე პრეცედენტის გზა და სამოქალაქო სასამართლოს მივმართე“.

კითხვას – ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველას ავტომატურად დაუბრუნდება თანხა თუ მოქალაქემ თანხის დასაბრუნებლად სასამართლოს ინდივიდუალურად უნდა მიმართოს, ლევან ალაფიშვილმა უპასუხა, რომ მოქალაქეებს ეს თანხა ავტომატურად არ დაუბრუნდებათ.

„სასამართლო კონკრეტული მოსარჩელეების სარჩელს იხილავს; ასე რომ, გუშინ შეიქმნა კონკრეტული კომპანიის და ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე პრეცედენტი, რომლის გაგრძელება შესაძლოა იყოს სხვა მოქალაქეების თუ კომპანიების მიმართვა სასამართლოსადმი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საფასურის დაბრუნების თაობაზე დროის აღნიშნულ პერიოდში“, – განმარტა ალაფიშვილმა.

იურისტის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წარმოებისას მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლიურად 112-ში იმ პერიოდში 8 მლნ ლარი შედიოდა. „თუ კი მოქალაქეები ამ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ, სახელმწიფოს 50-60 მლნ ლარის თანხა ექნება დასაბრუნებელი“, – აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved