• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“11 ტომადაა მასალები” – რა დაადგინა გამოძიებამ ცოტნეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე?

ალია ავტორი - ალია
20:00 05-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დასრულდა.

საქმის საბოლოო მასალებს ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გაეცნო.

მისი თქმით, საბოლოო მტკიცებულებებიდან იკვეთება დაკავებული პირების ბრალეულობა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

„გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა. საგამოძიებო ორგანოში განვიხილეთ უკვე დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც მოგეხსენებათ, საქმე უკვე გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან დაკავებულები ორი მათგანი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე და ერთი, რომელიც არ არის დაკავებული და არის ასევე მიცემული პასუხისგებაში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ვრცელი სამუშაო იქნა გაწეული.

11 ტომია საგამოძიებო მასალები, მით უმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ თავად ცოტნე გამსახურდიამ ვერ შეძლო ჩვენების მიცემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

ვფიქრობ, იმ პირთა მიმართ ვინც პასუხისგებაში არიან მიცემულები არსებობს სრული და ამომწურავი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რომლებიც მათ ბრალეულობას ადასტურებს.

იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება კანონის მთელი სიმკაცრით გამამტყუნებელი განაჩენები აღნიშნული პირების მიმართ.

ასევე მინდა გითხრათ, საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და კიდევ გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა, მონაწილეობდნენ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში.

შესაბამისად, როდესაც იქნება შესაძლებელი გარკვეული მტკიცებულებების მოპოვება იმედი გვაქვს, ამ პერიოდში ცოტნე გამსახურდია შეძლებს ჩვენების მიცემას.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ კიდე ვინმე არის დასასჯელი გამოვლინდება და დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, – განაცხადა გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.

გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული, რომელთა თავდაპირველმა ჩვენებებმა, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved