• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

102 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება

ალია ავტორი - ალია
12:42 03-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

102 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ე.წ. “ფარას” კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, არ აპირებენ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას.

“ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.

ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს – ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა.

ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული “ფარა”-ს პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი “ფარა” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგაზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.

უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი.

შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული – ვემსახურებით ქართველ ხალხს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  3. ალტერნატივა ჯორჯია
  4. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
  5. ასოციაცია “ქალები  რეგიონების განვითარებისათვის “
  6. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  7. ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი
  8. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  9. ბათუმელები
  10. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  11. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  12. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  13. გორის სათემო რადიო მოზაიკა
  14. დაქალი
  15. დემოკრატ მესხთა კავშირი
  16. დემოკრატია მოქმედებაში
  17. დემოკრატიის ინსტიტუტი
  18. დემოკრატიის კვლევის ცენტრი
  19. დემოკრატიის მცველები
  20. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  21. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  22. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  23. თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის
  24. თანასწორობის მოძრაობა
  25. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (Human Rights House Tbilisi)
  26. თემი ქედელი
  27. ინტერნიუსი – საქართველო
  28. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  29. კანონის უზენაესობის ცენტრი
  30. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (Kakheti Regional Development Foundation)
  31. კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
  32. ლომეკი
  33. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  34. მედიაომბუდსმენი
  35. მედიის განვითარების ფონდი
  36. მთის თემი
  37. ნეოგენი
  38. ნეტგაზეთი
  39. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  40. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – FAD
  41. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  42. პრევენცია პროგრესისთვის
  43. პროაქტივ ჯგუფი საქართველო
  44. პროექტი 64
  45. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  46. პუბლიკა
  47. რეალური ხალხი, რეალური ხედვა
  48. რიქდოგი
  49. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  50. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი
  51. სამოქალაქო იდეა
  52. სამოქალაქო კავშირი
  53. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  54. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  55. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
  56. საორსა
  57. საფარი
  58. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  59. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  60. საქართველოს ევროპული ორბიტა
  61. საქართველოს მომავლის აკადემია
  62. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  63. საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (Sakartvelo Regional Empowerment Foundation)
  64. საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
  65. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  66. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  67. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  68. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  69. სილიდარობის მოძრაობა
  70. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  71. სოციოლოგიური ცენტრი “BCG-Research”
  72. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  73. უფლებები საქართველო
  74. ფემინა
  75. ფენიქსი 2009
  76. ქალები საქართველოდან
  77. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  78. ქალთა ფონდი საქართველოში
  79. ქალი და განვითარება
  80. ქართული მედია ჯგუფი (GMG)
  81. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  82. ყვარლის ევროკლუბი
  83. შშმ ქალთა ალიანსი
  84. ჩემი ხარაგაული
  85. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  86. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  87. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
  88. წერტილი
  89. მწვანე ალტერნატივა
  90. ჯემნიუსი
  91. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
  92. Caucasus Dialogue
  93. CENN
  94. EECMD
  95. Grlzwave
  96. NEO TV
  97. OC Media
  98. Tbilisi Pride
  99. WECF Georgia
  100. West Vector Production
  101. დემოკრატიული ინიციტივა
  102. დოკუმენტური კინო ასოციაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved