• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“10 წლის შვილის საფლავს ვფიცავ…” – რას ჰყვება ოქრუაშვილის დაცვის წევრი

ალია ავტორი - ალია
14:05 02-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

“პატივცემულო მოსამართლე, ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, რომელსაც 2-მეტრიანი ქვა ადევს, იმ საფლავს ვფიცავარ, მე იარაღი არ მქონდა”, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის ბრალდებულმა წევრმა კობა კოშაძემ სასამართლო პროცესზე, მის დაკითხვაზე განაცხადა.

როგორც კოშაძე აბობს, მისი მანქანის ჩხრეკას ხელი არ მოაწერა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ იარაღი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაუდო.

“დაკავების წინა დღეს სოფელში წავედი. მთელი ღამის განმავლობაში ჩემ ნაკვეთში ფიზიკურად ვმუშაობდი, საერთოდ არ მძინებია. შემდეგ ჩემს ავტონანქანაზე დავჯექი და შვილის საფლავზე ავედი, ღობე შევღებე, 19 აგვისტოს წლისთავს ველოდებოდი და მინდოდა მომეწესრიგებინა. მეუღლეს დავურეკე, რომ თბილისში შემხვედროდა და 100 ლარი მოეცა, ასევე დავურეკე ხელოსანს. საფლავიდან სახლში გამოვიარე, სოფლის ნობათი ჩავალაგე და თბილისში წავედი, დაახლოებით, 10-ის ნახევარი იქნებოდა.

თბილისში შემოსული სამართალდამცავებმა გამაჩერეს და საბუთები მომთხოვეს. უცებ, მოძრაობა შეჩერდა, მომცვივდნენ, ჩხრეკა დამიწყეს. მანქანის კარები გააღეს, ირგვლივ 7-8 მანქანა მაინც იქნებოდა. გავიხედე და იარაღი ხელის მუხრუჭთან ეგდო, ეს ჩემი არაა-მეთქი ვთქვი. პოლიციელ ანდრო ნეფარიძეს ეკეთა მხოლოდ ხელთათმანი, ნახეთ, იარაღიო, დაიწყო ყვირილი. ჩემი არაა და რაც გინდათ გააკეთეთ-მეთქი, ვუთხარი.

იარაღი პარკში ჩადეს, არ დაულუქიათ, სხვა მანქანაში პარკი გახსნეს და შიგნით იყურებოდნენ, ათვალიერებდნენ. მანქანის ჩხრეკას ხელი არ მოვაწერე. დარწმუნებული ვარ, იარაღი პოლიციელმა ნეფარიძემ ჩადო, რადგან ხელთათმანები მხოლოდ მას ეკეთა”, – აცხადებს კოშაძე.

კოშაძემ პროცესზე დეტალურად ისაუბრა პოლიციის სამმართველოში განვითარებულ მოვლენებზეც. როგორც იხსენებს, ერთ-ერთი ხელმძღვანელი დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ განრიდებას სთავაზობდა.

“რატომ დამიჭირეთ-მეთქი, ვკითხე ერთ-ერთ ხელმძღვანელს. გაეღიმა, რამდენი ხანია ირაკლი ოქრუაშვილთან მუშაობო, მკითხა. 20 ივნისს, მიტინგზე ხომ იყავიო, ესეც მკითხა. რა დავაშავე მერე რომ ვიდექი-მეთქი, ვუთხარი.

კარგი, არ გინდა პოლიტიკაზე საუბარი, თუ აღიარებ, განრიდებას გაგიკეთებო, მითხრა. დავრწმუნდი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როგორც ამბობენ, მაღლიდან იყო ნაბრძანები. მე იარაღი არ მქონდა. ერთადერთი იმას ვნერვიულობ, ასე უსამართლოდ რომ მომექცნენ. მეგობრის და ოჯახის გამო აგერ ტყვიაც მივიღე. არავინ დამიჩაგრია ცხოვრებაში და მე რატომ უნდა დამჩაგრონ?”, – აღნიშნა კოშაძემ.

შეგახსენებთ,  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება ბრალად.

“რადიო ფორტუნა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved