• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 წლის გიორგი ბეწუკლიშვილი უკრაინელი ხალხისა და „მთავარი არხის“ დახმარებას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
12:11 05-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
570

10 წლის გიორგი ბეწუკლიშვილი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი თავდამსხმელი ფეხბურთელია, საკუთარი თანხით უკრაინელი ხალხისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დახმარებას გეგმავს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარში დაწერა.

გიორგი ბეწუკლიშვილი საკუთარ ისტორიას იხსენებს, თუ რა გზა გაიარა საფრანგეთის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის წევრობამდე.

„მოგესალმებით ყველას. მე გიორგი ვარ უკვე 10 წლის . ემიგრანტი საფრანგეთიდან . მე ვარ საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი თავდამსხმელი ფეხბურთელი. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით მძიმე სიღარიბის გამო არ მიმიღეს დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბში იმიტომ რომ ღარიბები ვიყავით და მეც და მამაც ტირილით წამოვედით. კარგათ მახსოვს რომ მამა არ მანახებდა ცრემლებს და ძალიან განიცდიდა.

ისიც მახსოვს რომ არც შუქი გვქონდა და არც გაზი . ჩვენ ერთ-ერთ ყოფილ ფოსტის უმოქმედო შენობაში ვცხოვრობდით თემქაზე. ვიყავით სოციალურად დაუცველები. მახსოვს ჩემს დეებს სკოლაში დასცინოდნენ იმის გამო რომ 21 საუკუნეში შეშის ფეჩით ვთბებოდით და ბოლის სუნი აგდითო.

მახსოვს როდესაც უარით წამოვედით და ჩემხელა ბავშვები დარბოდნენ სტადიონზე ძალიან მინდოდა მეც მათნაირად ფორმა მცმოდა და მეთამაშა მაგრამ არ მიგვიღეს ადგილები არ გვაქვსო. უარით გამოგვისტუმრეს. ტირილით წამომიყვანა მამამ და მასაც ვამჩნევდი რომ თვალებზე ცრემლებს მალავდა. აი იმ დღიდან გადავწყვიტე რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და გაჭირვებული ადამიანებს დავხმარებოდი. ამ მძიმე პირობების და ამ უსამართლობის გამო ჩემს მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ საქართველო დაგვეტოვა და წამოვედით საფრანგეთში.

უფლის წყალობით ჩემს თანატოლებში 3 ჯერ გავხდი ბომბარდირი და ამ სეზონში კი საუკეთესო შემტევად დამასახელეს. ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და როცა ყოველ შაბათ დღეს თამაში მაქვს მამა ყოველ გატანილ გოლზე ჯერ 5 ევროს ახლა კი 10 ევროს მაძლევს და ვაქუჩებდი ამ თანხას და გაჭირვებულ ოჯახს გამოვუგზავნე საქართველოში. ეს ჩემი ორი ოჯახის დახმარება იყო და ეხლა კი მესამეთ ვაპირებდი გადმოგზავნას რათა ჩემი ნაშრომით მცირედით მაინც გამეხარებინა ვისაც ძალიან ჭირდებოდა. დღეს დღეობით ჩემს სიკეთის კულაბაში 110 ევროა და ვაპირებდი გამოგზავნას უკრაინელი ოჯახის დასახმარებლად. თუმცა სეზონის დამთავრებამდე კიდევ მაქვს დარჩენილი თამაშები და ყველაფერს გავაკეთებ და ვიბრძოლებ რათა სიკეთის გოლები გავიტანო და სიკეთის კულაბაში გავზარდო თანხა. მინდა ჩემი ნაშრომი რაც მომიქუჩნდება გავყო და ნახევარი უკრაინელ ოჯახს დავეხმარო და ნახევარი მთავარ არხს გადმოვუგზავნო . თავს არ დავზოგავ რათა ჩემი მცირედი შრომით პატარა წვლილი შევიტანო ჩემს საქართველოს სიტყვის თავისუფლების ბრძოლაში. დიდება უფალს დიდება საქართველოს. მიყვარხართ თქვენი გიორგი საფრანგეთიდან“, – წერს გიორგი ბეწუკლიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved