• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„10 წელია გვ@@ნავენ და ბარემ 1.5 წელი რაღა გახდა, გავუძლებთ, შეჩვეული ვართ“ – ზურა ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
10:43 09-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
408

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოცქსელში წერს:

“აზრი არ აქვს რიგგარეშე არჩევნებს” ხალხზე.

ამ დღეების განმავლობაში ბევრი არგუმენტი მოვისმინე რატომ არ უნდა ვითხოვდეთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთი არგუმენტი რომელიც ორივე მხრიდან ისმის – ‘რა დროს ესაა, ახლა ამის დრო არაა, ახლა 12 პუნქტი გვაქვს შესასრულებელი’

ივანიშვილის მსახურების მხრიდან ეს არგუმენტი გასაგებია, ტრადიციულად დროის მოგება, მოტყუება და გადაგდება უნდათ.

აი ოპოზიციად წოდებული პარტიების ნაწილი რატომ ისულელებს თავს და რატომ ატყუებს საკუთარ მხარდამჭერებს თითქოს არსებობდეს სცენარი სადაც ივანიშვილს რჩება ძალაუფლება და თან გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, წესიერი არჩევნები, დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნაკლებად მესმის. ზოგადად არასოდეს მესმოდა რა ხიბლი აქვს ასეთი ამ საპარლამენტო სკამს.

სხვა არგუმენტები, რაც მომხვდა თვალში:

1. არავის აწყობს ახლა რიგგარეშე არჩევნები

ეს ძალიან მაგარია. მაგაზეა? გაწყობს თუ არ გაწყობს? თუ გაწყობს, ასწორებს, ჩავატაროთ. თუ არ გაწყობს, მაშინ დაე მუდამ იყოს ის ბრძენი კაცი?

მე მაწყობს. თუნდაც გიჟი ვიყო. თუ მაგაზეა, მაშინ აგერ ვარ. მე მაწყობს, იმიტომ რომ უსამართლობას, უიმედობას და უთავმოყვარეობას მირჩევნია

2. რა აზრი აქვს, 2023-ის გაზაფხულზე რომც დაინიშნოს, მერე 1.5 წელში ისევ არჩევნებია

ესეც ძალიან მაგარია. 10 წელია გვტ$%^&ენ და ბარემ 1.5 წელი რაღა გახდა. გავუძლებთ, შეჩვეული ვართ

რავი, მე არ მაწყობს. ჩემთვის თითოეულ თვეს, კვირას და დღეს აქვს მნიშვნელობა. 1.5 წელში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს. კარგიც და ცუდიც. ივანიშვილის ხელში – მხოლოდ ცუდი. ჰოდა რატომ? რა მაზოხიზმია?

3. რიგგარეშე არჩევნებს სჯობს მოვემზადოთ 2024-ის არჩევნებისთვის

არ სჯობს. დროს ვკარგავთ. უზურპატორი ნაბიჭვრები გვაზიან თავზე, რომლებიც იმყარებენ ძალაუფლებას. დაზეთილი დეზინფორმაციით სულ უფრო მეტ ადამიანს აჯერებენე რომ დასავლეთი გვაიძულებს რუსეთთან ომში ჩართვას, ანუ დასავლეთი ცუდია. ქვეყანა იცლება აზრიანი ადამიანებისგან და აქ ამომრჩეველი აღარ რჩება. სულ უფრო ვშორდებით ნატო/ევროკავშირს. სიღარიბეში ვიხრჩობით.

არა, არ სჯობს.

მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ‘მომზადება’ რა გგონიათ? ანუ რა უნდა ვაკეთოთ? ‘რეგიონებში გავიშალოთ’? ‘მეტი ველაპარაკოთ ხალხს’? თუ რომელი ყავლგასული ტყუილი უნდა გავიმეოროთ?

მომზადება არის ბრძოლა. სხვა მომზადება არ არსებობს. ან იბრძვი რიგგარეშე არჩევნებისთვის და ასე ემზადები. ან არ იბრძვი და ეგუები. ყველაფერი დანარჩენი ტყუილია.

ჩემი დაკვირვებით, ხალხი რომელიც ასეთი არგუმენტებით მოძრაობს, ‘რიგგარეშე არ გვაწყობს’, ‘რა აზრი აქვს’ და სხვა, სინამდვილეში მზადაა 2024-ის მერეც გააგრძელოს ბიძინას უღელქვეშ ცხოვრება

არ აქვთ პრობლემა. არც მეტის ამბიცია. არც რწმენა. კარგად არიან.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved