• რეკლამა
  • კონტაქტი
22:17, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 ნაბიჯი რასაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა, უკრაინას ნამდვილად რომ უჭერდეს მხარს – გიორგი ქადაგიძე

ალია ავტორი - ალია
18:41 05-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ფეისბუქზე წერს:

 

“10 ნაბიჯი რასაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა, უკრაინას ნამდვილად რომ უჭერდეს მხარს:

1. მიიღებდა კანონს, რომლის მიხედვითაც ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე შეზღუდვები გავრცელდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

2. სპეციალური ნორმატიული აქტით შეიქმნებოდა მონიტორინგის ჯგუფი და დარეგულირდებოდა საბაჟო პროცედურები/კონტროლი რუსეთის ფედერაციასთან იმპორტის, რეექსპორტის და სხვა მომატებული რისკების მინიმიზაციის მიზნით.

3. მთავრობა მიზნად დაისახავდა რუსეთიდან იმპორტის შემცირებას/განულებას (2007 წელს რუსეთმა ეს თავად გააკეთა). საპირწონედ მოითხოვდა დასავლური ქვეყნებისგან შესაბამის დახმარებას. ცნობისთვის, აპრილში რუსეთიდან იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

4. შემოიღებდა სავიზო რეჟიმს რუსეთთან, რითაც გავაკონტროლებდით ვისი მიღება გვინდა და ვისი არა. დღეს რუსეთთან გვაქვს ყველაზე ლიბერალური სავიზო რეჟიმი, ბელორუსის და სომხეთის შემდეგ.

5. რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული პლასტიკური ბარათები და საბანკო ანგარიშები აქტიური იქნებოდა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც მინიმუმადე შევამცირებდით საბანკო არხების გამოყენების რისკს სანქციების გვერდის ავლისთვის.

6. რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნებისას შემოიღებდა სპეციალურ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე (დუბაის ეკონომიკური ზონის მოდელის მსგავსი).

7. ოფიციალურად დახურავდა საჰაერო სივრცეს დასავლური ქვეყნების მსგავსად. პირდაპირი ფრენების ისედაც არ ქონის პირობებში, ეს იქნებოდა ძლიერი პოლიტიკური განაცხადი ყველანაირი ზიანის გარეშე.

8. ორგანიზებულად დაახმარდა სამედიცინო პერსონალს, ასევე უზრუნველყოფდა დაჭრილების მართვადი რაოდენობის ჩამოყვანას, მკურნალობას და რეაბილიტაციას. (მაგ. წყალტუბოს, ბორჯომის, ნუნისის ტერიტორიაზე).

9. სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით ყოველთვიურად გამოაქვეყნებდა ერთიან ანგარიშს, სადაც დეტალურად აღიწერებოდა ექსპორტის და იმპორტის ზრდის/შემცირების მიზეზები, გახსნილი საბანკო ანგარიშების რაოდენობა, დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა და საქმიანობა, უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა და ა.შ.

10. პირველივე დღიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისის მერი და სხვა თანამდებობის პირები არაერთხელ ჩავიდოდნენ კიევში, როგორც ამას აკეთებენ ბრიტანეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ფინეთის და ყველა სხვა დასავლური ქვეყნის ლიდერები. რაც მთავარია, როგორც ეს გააკეთეს მათ როცა ჩვენ გვიჭირდა.

პ.ს. თუ ვინმე ფიქრობს რომ რუსეთი არის ეკონომიკური კეთილდღეობის წყარო და დასავლეთი არა, აშშ-ს და ევროპის ეკონომიკის შეფარდება რუსეთთან არის 50:1 თან.”

თეგები: გიორგი ქადაგიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved