• რეკლამა
  • კონტაქტი
22:49, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,10 მიზეზი რატომ არ უნდა შევიდეთ კრიმინალურ (ადგ. თვითმმართველობის) არჩევნებში – ავთო თევზაძე

ალია ავტორი - ალია
20:57 06-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

კოალიცია ,,ცვლილების” წევრი, ავთო თევზაძე სოციალურ ქსელში იმ 10 მიზეზზე წერს, რის გამოც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უბდა თქვან:

,,10 მიზეზი რატომ არ უნდა შევიდეთ კრიმინალურ (ადგ. თვითმმართველობის) არჩევნებში:

1️⃣ ლეგიტიმაცია – კრიმინალურ არჩევნებში მონაწილეობა არის ლეგიტიმაციის მინიჭება ქართული ოცნებისთვის, რომელმაც გააყალბა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავინ აღიარებს არჩევნებს შედეგებს. ბარიერ გადალახული პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგს და არ შევიდნენ პარლამენტში (ნუ გახარიას პარტია ჯერ კიდე გადასაწყვეტია) ოპოზიციური ამომრჩეველი არ აღიარებს 26 ოქტომბრის შედეგებს და პლუს ოცნების ამომრჩევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია რომ 26 ოქტომბრის არჩევნები პრობლემური იყო. ამ კრიმინალურ არჩევნებში შესვლით აყირავებთ ამ კონტექსტს და ლეგიტიმაციას ანიჭებთ რეჟიმს;

2️⃣ პროტესტის ღალატი – ადგ. არჩევნებში გასვლა პირველ რიგში არის პროტესტის ღალატი, პროტესტის, რომელიც, თითქმის უკვე 200 დღეა, მყარად და მტკიცედ იცავს იმ ორ მოთხოვნას რომლის არ შესრულების გამო არ შევედით პარლამენტში და არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან. ასობით დაჯარიმებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანი ჰყავს ამ პროტესტს. პროტესტს და ქართული საზოგადოებას აქვს ორი მოთხოვნა; პირველი, ახალი საპარლამენტო არჩევნები (სამართლიანი პირობებით) და მეორე პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება;

3️⃣ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა – ე.წ FARA-მ და სხვა შემზღუდველმა რუსულმა კანონებმა ფაქტობრივად აკრძალა საქართველოში ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა. დამკვირვებლებით გვიჭირდა პრობლემების იდენტიფიცირება და შეზღუდული დამკვირვებლების პირობებში რისი იმედი გაქვთ ვერ ვხდები;

4️⃣ არჩევნებზე დაკვირვების აკრძალვა – ბოლო ცვლილებებით, საარჩევნო კანონმდებლობით და ცესკოს გადაწყვეტილებით ფაქტობრივად აიკრძალა დაკვირვება. ის რისი გამოაშკარავებაც შევძელით (სადაც იყო გაყალბება) იმ საკითხების/პროცედურებზე დაკვირვება სრულად შეზღუდეს;

5️⃣ საარჩევნო ადმინისტრაცია – ცესკო წარმოადგენს ქართული ოცნების პარტიულ დეპარტამენტს. არჩევნების ყველა გამყალბებელი ისევ ინარჩუნებს თანამდებობას, ყველა გადაწყვეტილებას იღებენ ქართული ოცნების სასარგებლოდ;

6️⃣ პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში – ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ციხეშია, იგივე ელოდება ნიკა გვარამიასაც, ვინმეს თუ ჰგონია რომ არჩევნებში შესვლით ციხეს გადაავადებს ძალიან ცდება, ესე იგი, ბოლომდე ვერ გაუგია ქართული ოცნების ბუნება. მაინც დაგიჭერთ 😉

7️⃣ პოლიტიკური კონტექსტი – ქართული ოცნების ხელში საქართველოს ევროინტეგრაცია დასრულებულია, ციხეები გადავსებულია პოლიტიკური პატიმრებით, რატომ ჩაგინიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს ? როდესაც, შენ ადგილობრივზე გასვლას აპირებ. ცოტა მეტი ფხა და პრინციპულობა მეგობრებო;

8️⃣ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იდენტიფიცირებული არცერთი პრობლემა აღმოფხვრილი არ არის, პირიქით მოახდინეს ე.წ გამოძიების იმიტაცია და პროკურატურამ იმის მაგივრად რომ გამყალბებლები დაეკითხა, ოპოზიცია დაგვკითხა, ვერიფიკაციის აპარატები დააყადაღა და მასზე რა სახის ზემოქმედება მოახდინეს კაცმა არ იცის;

9️⃣ დრო – რამდენიმე თვის წინ, ჩვენ როცა ვამბობდით ვისაუბროთ, დრო მოვიგოთ და ადგ. არჩევნებში შესვლა/არ შესვლა ქართულ ოცნებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად ვაქციოთო სუსის შემოგდებული თემააო. ახლა გაიძახით დისკუსიაო, როცა საკუთარი და სხვა ოპოზიციური ამომრჩეველი კიდევ უფრო დიდ ნიჰილიზმში და ბუნდოვანებაში ჩააგდეთ. თუ რამე არის სუსის შემოგდებული ეს აღვირახსნილი და უშინაარსო საინფორმაციო შტურმი, უარგუმენტო და არაკვალიფიციური მსჯელობებით ვითომ ექსპერტების მხრიდან;

1️⃣0️⃣ კრიტიკული მედიის შეზღუდვა – მედიას უჩივიან, მთავარი არხი დახურულია, ტვ. პირველს და ფორმულას მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს. ორივე ტელევიზიას ქართული ოცნება დაჯარიმებით და დახურვით ემუქრება.

P.s და საერთოდ, ჩვენს გარეშე სად შედიხართ ? ჩვენი ლიდერები ციხეში და თქვენ არჩევნებში ? რასაც გამოგლიჯავთ არავის გაუყოთ”

თეგები: ავთო თევზაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved