• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„10-იანზე აწყობილი ცხოვრება დატოვა გერმანიაში… არაფერი რომ არ ჰქონდა სადარდებელი, ისეთი…“ – ქეთევან ენუქიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველზე

ალია ავტორი - ალია
14:50 10-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,748

“შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, მიშა ყაფლანიშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„მიშა
მიშა კაპლანი
მიშა ყაფლანიშვილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო…
10-იანზე აწყობილი ცხოვრება დატოვა გერმანიაში…
არაფერი რომ არ ჰქონდა სადარდებელი, ისეთი…
2019-ში გავიცანი და სულ იყო ჩემს გულში…
სულ თბილად და ნათლად იყო…
ხანდახან ორი-სამი წინადადებაც საკმარისია, ადამიანი შენიანად რომ იქცეს და ასე იქცა მიშა ჩემიანად…
ჯერ იქიდან რამდენ ადამიანს ეხმარებოდა…
მერე ჩამოვიდა…
ერთი წელიც არ ყოფილა საქართველოში და, რომ ვუყურებ, როგორ ჰყვარებია ყველას…
რას დაეხეტები ამ კარვებში-მეთქი, ვეჩხუბებოდი…
ძალიან მაბრაზებდა მისი დაუდევარი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ…
იცინოდა ხოლმე…
იოტისოდენი ანგარება, ბოროტება, ღვარძლი არ ჰქონია…
არც იცოდა, ეს ყველაფერი რა იყო…
ბავშვივით ალალი და სუფთა იყო…
უკრაინაშიაო, რომ გავიგე, ელდა მეცა…
მაინც მეგონა, ვერაფერი ავნებდა ამ ვერცხლისწყალივით ბიჭს…
ჩემი პატარა ძმა იყო…
უმცროსი კი არა, პატარა…
და რა სწორად უცხოვრია, გმირების და კაცების გადასახედიდან…
ჩვეულებრივი ადამიანები რომ ვერ გაიგებენ, იმ გადასახედიდან…
ეხლაც რომ არ მესმის, იმ გადასახედიდან…
ხანდახან რა შეუმჩნეველ, ერთი შეხედვით, უბრალო ადამიანში აღმოჩნდება ხოლმე ეს უცნაური ენერგია, სიკეთისათვის ბრძოლის ხარბი სურვილი…
რამდენი რამის სიმბოლოდ იქცა ჩემთვის თავისი ცხოვრებით და სიკვდილით…
ჩემი მეგობარი მიშა…
დაუვიწყარი, მარადიული მეგობარი…
თავისი წილი გული რომ მომგლიჯა…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved