• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„10 დღე დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, შემდეგ უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები…“

ალია ავტორი - ალია
22:19 05-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, დიდხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა შესაძლოა, ყველაზე სარისკო ნაბიჯია.

„ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა და ასევე ყველაზე სარისკო ნაბიჯია. კომენდანტის საათის მოხსნა, ერთ მანქანაში სამი პირზე მეტის ჩასხდომა, შეკრებების რაოდენობის გაზრდა, სალონებისა და მაღაზიების ნაწილების გახსნა – ყველაფერი ეს არ შეიცავს ისეთ საფრთხეს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რადგან შეზღუდულ სივრცეში იყრის ბევრი ადამიანი.

მე არ ვარ სპეციალისტი და ეს არის დაავადებათა კონტროლიც ცენტრის სპეციალისტების პრეროგატივა და ასევე პრემიერ მინისტრის, რადგან ის თავად ძალიან კარგად მართავს ამ კრიზისულად რთულ სიტუაციას და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია – ჯერ ეტაპობრივად უნდა მოვხსნათ შეზღუდვები, რაღაც ნაწილი უკვე მოვხსენით და უნდა ვნახოთ, რა მოხდება, გამოიწვევს ეს ინფიცირებულთა ზრდას თუ არ გამოიწვევს, თუ გამოიწვევს – რამდენით?! თუ გახდება ათზე მეტი, მაგრამ 20-ის ფარგლებში, ეს სავსებით მისაღებია და გაუმკლავდება ჩვენი ჯანდაცვა. ერთი კვირა ან 10 დღე უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, ამის მერე ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და შემდეგ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება; მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშუტო ტაქსები, ჩემი აზრით, კარგა ხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან იმ რეკომენდაციის შესახებაც ისაუბრა, თუ რა პირობებით შეიძლება აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

„ავტობუსებსა და მეტროში იქნება ცოტა ადამიანი დაშვებული, ჩემი აზრით, შეიძლება გადავიყვანოთ ერთ გადაყვანაზე 10-15 მგზავრი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია. რიგის გამოშვებით და სკამის გამოტოვებით განვათავსებდი მგზავრებს და სპეციალურ ნიშნებს გავაკეთებდი. ასევე გავაკეთებდი მეტროშიც. გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებ ვენტილაციის გამართულ სისტემას ავტობუსებსა და მეტროში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – განაცხადა ცერცვაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved