დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, უკრაინის ცენტრში, ქალაქ დნეპრში, 10 აპრილს აეროპორტი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბისიმაც გააავრცელა.
ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, რაკეტები აეროპორტსა და მის მიმდებარე ინფრასტრუქტურას მოხვდა.
ქალაქი მომარაგებისა და სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით ლოგისტიკურ ცენტრად იქცა. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას ერთმანეთთან აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, აღნიშნული ტერიტორია რუსული ძალებისთვის პოტენციური სამიზნე გახდეს.
ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 10 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა ოთხი S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემა გაანადგურეს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის გარეუბანში იყო გადამალული. ოფიციალური მოსკოვის თქმით, თავდასხმის დროს, 25 უკრაინელი ჯარისკაცი იქნა დატყვევებული (აღნიშნულ ინფორმაციას BBC ვერ ადასტურებს).
კომენტარები