• რეკლამა
  • კონტაქტი
12:24, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ – ყოფილი ელჩების განცხადება

ალია ავტორი - ალია
11:20 11-28-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და შესაბამისად, შეაფერხა ქვეყნის პროგრესი და განვითარება-დღეს საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტი-დასავლური განწყობების წახალისება და სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობა, – ამის შესახებ 118 ქართველი დიპლომატის განცხადებაშია ნათქვამი.

დიპლომატები მივმართავენ პარტნიორებს და მეგობრებს შეინარჩუნონ საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა.

„ერთი წელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებიდან. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია “ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და შესაბამისად, შეაფერხა ქვეყნის პროგრესი და განვითარება. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის სუვერენიტეტის გაძლიერების, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფის გზა. საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ასევე, არის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი ფორმით აღდგენის ერთადერთი საშუალება.

2022 წელს რუსეთის მიერ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის, წინააღმდეგ გაჩაღებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, რომელიც წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რადიკალურად შეცვალა გეოპოლიტიკური გარემო, რამაც საქართველოს მისცა ისტორიული შანსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამის ნათელი დასტური იყო ორი წლის წინ საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა.

დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუეა, თითქოს ვინმე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების სანაცვლოდ, სუვერენიტეტის დათმობას ან “მეორე ფრონტის“ გახსნას სთხოვდა საქართველოს. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებით აღებული ვალდებულებები დაკავშირებული იყო, მათ შორის, კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასთან, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან, კორუფციის აღმოფხვრასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების პატივისცემასთან. ეს კრიტერიუმები იდენტურია ევროკავშირის ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამ პირობების შესრულებაზე მიზანმიმართულად თქვა უარი “ქართულმა ოცნებამ“ და შეაჩერა სვლა ევროპული მომავლისკენ. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს მოსახლეობას შეუზღუდა წვდომა ინტეგრაციული პროცესის თანმხლებ სიკეთეებზე და რისკის ქვეშ დააყენა ყველა მნიშვნელოვანიმონაპოვარი, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

დღეს საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტი-დასავლური განწყობების წახალისება და სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოები მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე იყო. ყველაზე რთულ წლებში პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები გვეხმარებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაში. მათ მხარდაჭერაზე იყო დაფუძნებული 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მძიმე შედეგების დაძლევა, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღემდე რჩება ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად საოკუპაციო ხაზთან. აშშ-სა და ევროკავშირის აქტიური ჩართულობით წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა. ამ ფონზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და რუსეთს შორის პარალელების გავლება, ან ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან გაიგივება, აბსურდული და ამორალურია.

საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული საფრთხეების გამოყენებით, რუსეთი წლებია ცდილობს ჩვენი ქვეყნის ევროპული იდენტობის შეცვლას, დასავლური სამყაროსგან ჩვენს იზოლირებას და ნეიტრალიტეტის იდეით მანიპულირებას. საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, სწორედ იზოლაციონიზმისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რაც გამოიხატება ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან კონფრონტაციით. ეს ტენდენცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკას აზიანებს, არამედ უშუალოდ ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საქართველო პრაქტიკულად მარტო რჩება რუსული საფრთხის წინაშე. შესაბამისად, როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას არ აქვს რეალური ალტერნატივა.

უკანასკნელ პერიოდში მიღებულმა რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებულმა შეტევებმა, განსხვავებული აზრის დევნამ, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობებმა და პოლიტპატიმრების რაოდენობის ყოველდღიურმა ზრდამ, კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს დისტანცირება ევროპული ოჯახისგან და მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის რეპუტაციას.

ცალსახაა, რომ დღეს “ქართული ოცნების“ მიერ გატარებული საგარეო-პოლიტიკური კურსი სრულიად არის აცდენილი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან, ცივილიზაციურ არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ვითარებაში უაღრესად ძნელია მომავლის პერსპექტივაზე საუბარი, გვჯერა რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, საქართველო სწორედ თავისუფალი სამყაროს განუყოფელ წევრად იქნება მოაზრებული.

მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს შეინარჩუნონ საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა.

დარწმუნებული ვართ, რომ შეუქცევადია საქართველოს მისწრაფება დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპულ ოჯახში“,-აღნიშნულია განცხადებაში, განცხადებას ხელს აწერს:

აბულაშვილი მაია

აკობია ეკა

არბოლიშვილი მარიამ

აქუბარდია სალომე

ბააკაშვილი ნინო

ბადრიძე გიორგი

ბაზერაშვილი დავით

ბაიკოვა ვიქტორია

ბალავაძე თათა

ბალავაძე ნინო

ბასილაია თეიმურაზი

ბაღათურია მაია

ბაღბაია ანნა

ბენია მეგი

ბერძენიშვილი ოთარ

ბუაჩიძე გიორგი

ბუჯიაშვილი დავით

გაბაშვილი კოტე

გაბრიჭიძე ანი

გამყრელიძე მამუკა

გაფრინდაშვილი პაატა

გეგიძე ფიქრია

გვარამია ვაჟა

გიგიაძე გიგი

გოგიტიძე ნიკოლოზ

გოგიტიძე ჯემალ

გოგოლაშვილი ქეთევან

გოგოლაშვილი კახა

გოგოლაძე ალექსანდრე

გორდაძე თორნიკე

გუგუნავა გიორგი

გუტაშვილი ივანე

დათიაშვილი შალვა

დარჩიაშვილი მიხეილ

დვალი აკაკი

დობორჯგინიძე ანა

დონდუა დავით

ერისთავი ზურაბ

ვაშაკიძე მერაბ

ვაჭარაძე მარიკა

ვეკუა ირაკლი

თაბუკაშვილი თინათინ

იაკობაშვილი თემურ

იანტბელიძე ერეკლე

კაკულია თამარ

კაპანაძე სერგი

კაჭარავა გიორგი

კვაჭაძე ზურაბ

კოპლატაძე ირაკლი

კუპრაძე სოფიო

ლაითაძე ირაკლი

ლებანიძე ტარიელ

ლოლომაძე თიკო

ლორთქიფანიძე ეკატერინე

მაგრაქველიძე გრიგოლ

მაისაია მარიამ

მაისურაძე თეა

მარჩილაშვილი ელენე

მგალობლიშვილი გეგა

მეგრელიშვილი ეკატერინე

მედულაშვილი თამარ

მესხი ბონდო

მეტრეველი ლევან

მიქელაძე მალხაზ

მუჩაიძე გიორგი

ნარდაია დავით

ორჯონიკიძე მარიამ

პეტრიაშვილი ალექსი

ჟღენტი ქრისტინე

რაქვიაშვილი დავით

რაქვიაშვილი მარიკა

რთველიაშვილი ნიკოლოზ

რობაქიძე გიორგი

რუბაშვილი ვასილ

საბანაძე ნატალია

სეხნიაშვილი გელა

სირაძე-დელონე ეკატერინე

სიხარულიძე დავით

სოლომონია დავით

სუდაძე არჩილ

სურამელაშვილი გიორგი

სუყაშვილი თემო

სპირანდი ოლღა

ფარულავა თორნიკე

ფარჯიანი ზურაბ

ფიფია ნინო

ფრუიძე ქეთევან

ქავთარაძე კოტე

ქარჩავა თეა

ქუთელია ბათუ

ქობელაშვილი გიორგი

ქორიძე ნატა

ღვინერია შოთა

ყამარაული ნინო

ყანჩაველი ინგა

ყარალაშვილი გიორგი

ყველაშვილი გიორგი

ყიფიანი ალექსანდრე

შაიშმელაშვილი ანა

შაფაქიძე სალომე

ჩაჩავა ნინო

ჩიტალაძე ანა

ჩხეიძე დავით

ცანავა ანა

ცისკარაშვილი შალვა

ციხელაშვილი მამუკა

წიქარიშვილი გიორგი

წოწონავა უჩა

ჭუმბურიძე ზვიად

ჭუმბურიძე თენგიზ

ხარატიშვილი ნიკოლოზ

ჯავახიშვილი ბიძინა

ჯავახიშვილი გოჩა

ჯალაღონია ლანა

ჯანაშია თეა

ჯანელიძე მიხეილ

ჯანჯალია თეიმურაზ

ჯაფარიძე გია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved