• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება

ალია ავტორი - ალია
17:02 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

ხვალიდან, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა, დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის.

„1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ინერგება, შესაბამისად, მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ შეიძინონ ვადიანი გადაადგილების ბარათები. 1-თვიანი ბარათი- 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. დღეის მონაცემებით, გაყიდული ვადიანი ბარათების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის. ვფიქრობთ, გაყიდვების რეალური მაჩვენებელი დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში გვექნება. ამ პერიოდისთვის რეალისტური იქნება მსჯელობა, რამდენად გადავიდა და შეეჩვია მოსახლეობა აღნიშნულ ბარათს. რაც შეეხება არსებულ ბარათებს (მეტრომანი) ის ძალაში რჩება ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში და მასზე არსებული ბალანსი მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ.

ასევე, ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ.

მგზავრობის 55% ამ საშეღავათო მგზავრობებზე მოდის. აღნიშნული პირებისთვის არაფერი იცვლება, მათთვის ახალი ბარათის აღება სავალდებულო არ არის. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მგზავრობის საშუალო რაოდენობა მოქალაქისთვის დღეში ორნახევარია, ვინაიდან ადამიანები სახლის და სამსახურის გარდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სხვა საჭიროებებისთვისაც გამოიყენებენ. აქედან გამომდინარე თუ ტარიფს დავითვლით, საშუალო შეწონილი ტარიფი დაახლოებით, 60 თეთრი გამოდის, აქედან გამომდინარე ერთი ადამიანისთვის თვიური დანახარჯი 45 ლარს შეადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებისთვის არ გვინდოდა ტვირთი ყოფილიყო, ამიტომ ერთთვიანი სამგზავრო ტარიფის ღირებულება 40 ლარს შეადგენს. მოქალაქეების 90%-სთვის მგზავრობის ღირებულება ან იგივე დარჩა, არ გაუმჯობესდა მდგომარეობა ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენის შემთხვევაში“, – განაცხადა წილოსანმა.

რაც შეეხება სამარშრუტო ხაზების ცვლილებას, როგორც წილოსანი განმარტავს, მოსახლეობის ნაწილს მიკროავტობუსიდან მეტროში ან ავტობუსში გადაჯდომა მოუწევს, თუმცა, მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირებულია და ეს მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ის ტაქსის ფუნქციას ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, გადაჯდომები იქნება. ქსელის ოპტიმიზაცია მოხდა, თუმცა აქამდე არსებობდა მარშრუტები, სადაც საშუალო მოლოდინის დრო 28 წუთი, 90 წუთი, 120 წუთი იყო, ახლა ასეთი მოლოდინის დრო არ გვაქვს. პიკურ პერიოდში მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთი, ხოლო საშუალო მოლოდინის დრო 6-7 წუთია. მათ შეეძლებათ უფასოდ გადაჯდნენ 90 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება 24:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის საკითხს, ჩვენი მიზანია მოქალაქეებს მოვემსახუროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ და სჭირდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ხვალიდან, საზოგადოებრივიტრანსპორტითმგზავრობის 90-წუთიანიბარათი 1 ლარიეღირება, 1-დღიანიბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანიბარათები – 250 ლარიეღირება. მოქალაქეებს ახალი სამგზავრო ბარათების გამოყენება მეტროთი, ავტობუსით, საბაგიროთი და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას შეეძლებათ.

მერიის ინფორმაციით, მეტრომანები არ უქმდება და კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.

ipn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved