• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1 ნოემბრიდან “ოცნების” მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში – ნიკა სიმონიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:15 10-31-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

1 ნოემბრიდან ქართული ოცნების მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში. ეს ცვლილებები საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის პარალელური დასაქმების შესაძლებლობას ზღუდავს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი ნიკა სიმონიშვილი წერს.

სიმონიშვილი ამბობს, რომ “ოცნებისადმი” ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ – “ვინც პარტიას არ უერთგულებს, ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ, ხოლო თუ შავ სიაში მოხვდება, სამსახურიდანაც მარტივად გაუშვებენ, თანაც ისე, რომ ფულს აქეთ მიატანინებენ”.

ამ ცვლილებებს ვრცელი შინაარსი აქვს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები:
🔴 საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით შეეძლება. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამისთვისაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით;
🔴 საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) შეუძლია პარალელურად დასაქმდეს კერძო სექტროში მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს;
🔴 საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს საჯარო სექტროში. გამონაკლისია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით (ლინკს კომენტაში დავდებ) განსაზღვრულ ჩამონათვალში თუა ეს საქმიანობა და თუ დირექტორი გასცემს თახმობას პარალელურ დასაქმებაზე. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს.
‼️ თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი ამ წესებს არღვევს, გათავისუფლდება საჯარო სექტორში დაკავებული ყველა დაკავებული თანამდებობიდან და 2 წლის განმავლობაში ეკრძალება დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში.
🆘 ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ წესების დარღვევისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულების სასარგებლოდ, 1 ნოემბრის შემდეგ მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით”, – წერს სიმონიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved