ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა 1 ივნისიდან მოიხსნება.
ხელისუფლების განცხადებით, გაუქმდება ვაქცინაციაზე “მწვანე პასპორტის” საჭიროება და ე.წ. “იისფერი სტანდარტის” შეზღუდვები, რაც დახურულ და ღია ადგილებში ხალხის რაოდენობის რეგულირებას გულისხმობს.
”ისრაელი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჯულიუს ედელშტაინმა.
ძალაში რჩება მხოლოდ ქვეყანაში შესვლასა და ქვეყნიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები. გარდა ამისა, კვლავ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.
ამჟამად ისრაელში კორონავირუსის 542 აქტიური შემთხვევაა, მათგან 60 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.
კომენტარები