• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

1-ლი დეკემბრიდან, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ბაზარზე ვერ განთავსდება

ალია ავტორი - ალია
18:14 11-30-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

1-ლი დეკემბრიდან, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ბაზარზე ვერ განთავსდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ,,აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან, იმპორტის გზით, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით, შემოსავლების სამსახურსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინება.“

„წინასწარი შეტყობინების ფორმა, მისი შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

შესაბამისად, 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან, დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფეროში შემავალი პროდუქტების იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე ვერ განთავსდება.

აღნიშნული ცვლილების შესახებ, 2500-მდე გადასახადის გადამხდელს შეტყობინება უკვე გაეგზავნა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1483, ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@msa.gov.ge“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: შემოსავლების სამსახური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved