• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1 აგვისტოდან აშშ-ში შესვლასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

ალია ავტორი - ალია
13:17 06-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,628

1 აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

2024 წლის 1 აგვისტოდან, აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად იცვლება ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები.

მიღებული ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება.

აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით.

CDC-ის სერტიფიკატისთვის სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს:

● მფლობელის ან ძაღლის გადამყვანის, ასევე მიმღების სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელფოსტას;
● ცხოველის სახელს, ჯიშს, სქესს, ფერს ან/და რაიმე დამახასიათებელი ნიშანს; დაბადების თარიღს; ISO-ს შესაბამისი მიკროჩიპის ნომერს და მიკროჩიპის იმპლანტაციის თარიღს;
● ინფორმაციას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ (ვაქცინის დასახელება, მწარმოებელი, ლოტის (სერიის) ნომერი და ვარგისიანობის ვადა, ვაქცინაციის თარიღი, მომდევნო ვაქცინაციის თარიღი);
● სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ელექტრონული ხელმოწერით ან სველი ბეჭდით დამოწმებულ ცოფის სეროლოგიური კვლევის შედეგებს (სეროლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს ცოფის ვაქცინაციიდან 30 დღის შემდეგ, ცხოველის გაყვანა საზღვარზე შესაძლებელია ლაბორატორიული დასკვნის მიღებიდან 45 დღის შემდეგ), რომელიც ჩატარდა CDC-ის მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში;
● ვეტერინარის მიერ ძაღლის ფიზიკური დათვალიერების შესახებ აქტის შევსებასა და ხელმოწერილ დასტურს.

ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ძაღლის უკან გამობრუნების ან აშშ-ში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი (მფლობელის ან იმპორტიორის ხარჯზე).
სერტიფიკატის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/Files/Download/6061

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved