• რეკლამა
  • კონტაქტი
13:00, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზუსტად ვიცით, სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ კვალი მიდის პუტინამდე და აღარ იცის რა ქნას – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
17:28 01-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია დღეს მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხნენ. საქმე უკავშირდება შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეს, რომელშიც დაზარალებულის სტატუსი ჟურნალისტს აქვს.

პროცესს ესწრებოდა დაკავებული, რომელიც საქართველოში შემოვიდა ვასამბეკ ბოკოვის სახელით.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, მას დაუსვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, საიდან იცოდა მისი ლიკვიდაციის​ გეგმის შესახებ და შეხვედრია თუ არა პირადად ბრალდებულს. 

“ძირითადად, კითხვები შეეხებოდა იმას, საიდან მქონდა ინფორაცია, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. შემდეგ, იყო კითხვა იმასთან დაკავშირებითაც, ბრალდებული პირადად თუ მინახავს ან თუ შემხვედრია. არა, თქვენც რომ ნახოთ რეალურ ცხოვრებაში, ასეთი ადამიანი რომ შეგხვდეთ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ. არ მინახავს, მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის ვითარებას.

ამიტომაც, თვითონ ბრალდებასაც და დაცვასაც ამ მიმართულებით აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლიკვიდაცია ვერ მოხდა, რამდენად დაასახიჩრა ამან ჩემი ყოველდღიური ცხოვრება,”-განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მოწმე ნიკა გვარამიას შეკითხვით მიმართა ბრალდებულმა მაგომედ გუციევმა, რომელიც დაინტერესდა – საიდან ფლობდა ინფორმაციას და ვერსიებს, რომელსაც აქამდე ავრცელებდა.

“ძალიან უსიამოვნო შეგრძნებით გამოვედი, ძლოკვი იჯდა ჩვეულებრივად, რაღაცნაირი ხმით. შეიძლება ადამიანის უფლებებს ვარღვევ, მაგრამ მე ასე წარმომიდგენია ქილერი.

მე მქონდა ინფორმაცია მარტში, უკრაინული წყაროებიდან და ვიცოდი, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები ფლობდნენ ამ ინფორმაციას, ანუ მიიღეს უკრაინიდან და მუშაობდნენ. ამიტომ, ჩვენ ვიყავით ძალიან ფრთხილად, არ ჩავერიეთ ამაში, არ გამჟღავნებულა ეს. სულ სამმა ადამიანმა ვიცოდით – მე, გიორგიმ და მისი დაცვის უფროსმა. ამის შემკვეთი არის ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი. რაც ზუსტად ვიცით და არის ახალი ინფორმაცია, სუსს აქვს იმის მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი მიდის პუტინამდე, და უბრალოდ, აღარ იცის რა ქნას”

დღესვე პროცესზე დაკითხეს გიორგი გაბუნიას დაცვის წევრები.

თეგები: გიორგი გაბუნიანიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved