ზურა ჯაფარიძე სუს-ის შენობასთან ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმეს. 80 ლარიანი სანქცია მას პატრულის ინსპექტორმა გამოუწერა.
“გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერი და მისი მხარდამჭერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პროტესტის გამოსახატად მივიდნენ. ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები რეალურად ამ დაწესებულებიდან იმართება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები სუს-ის გავლენის ქვეშ არიან.
“ჩემი აზრით, მაინც უნდა გააპროტესტონ და 80-მა ლარმა არ შეგაშინოთ. შეგიძლიათ ნიღაბი გაიკეთოთ, ან ქუდი ჩამოიფაროთ, მოხვიდეთ, ნაგავი დაყაროთ და წახვიდეთ. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ჯგუფურად. რაც მეტი გააკეთებთ, მით უფრო უკეთ მოუშლით ნერვებს და უფრო მოვახდენთ ამათ პარალიზებას“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
კომენტარები