ზუგდიდში სატვირთო მანქანის მძღოლს, კორონავირუსი დაუდგინდა. 42 წლის მამაკაცს სომხეთში საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, გუშინ რეგიონის მასშტაბით სულ 111 ადამიანის ანალიზი გაიტესტა, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს გამოუვლინდა.
„ეს მამაკაცი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მკაცრად იცავდა წესებს. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოკვლევა”, – აღნიშნა ანზორ ქობალიამ
პაციენტი ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარები