პარტია დროას წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში ისევ დააკავეს. სიჭინავამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროტესტის ნიშნად პიროტექნიკა გამოიყენა, რის შემდეგაც დააკავეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, სიჭინავა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აკავებულია აქტივისტი კერენ ესებუაც.
შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა დაკავებული იყო. ის ოლიგარქის სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კომენტარები