• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზოგი ჩეკისტი იყო, ზოგი კაგებეშნიკი, ზოგი „ჩამშვები“ და ამ ხალხის კისერზე უამრავი ადამიანის ცოდვაა“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:38 12-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,403

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ სააკაშვილის საქმეზე ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე:

– მეც ვიცი, შენც იცი და ჩვენმა საზოგადოებამაც  იცის, რამდენიმე ცნობილი,  თავიანთ სფეროში წარმატებული, ძალიან პატივსაცემი ადამიანი, რომელთაც დღეს საშინელი სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა აქვთ იმის გამო, რომ მათი მამები, ბაბუები, დიდი ბაბუები ბოლშევიკები იყვნენ  და უდანაშაული ხალხს ხვრეტდნენ. ზოგი ჩეკისტი იყო, ზოგი კაგებეშნიკი, ზოგი „ჩამშვები“ და ამ ხალხის კისერზე უამრავი ადამიანის ცოდვაა. „ქართული ოცნების“  დღევანდელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ქილიკობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, აი, ეს ცოდვა არ უნდა დაუტოვონ თავიანთ შვილებს, შთამომავლებს. მე არ ვამბობ, სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა. მე, პირადად, არანაირი სტიმული და მოტივაცია არ მაქვს, რომ სააკაშვილის გულშემატკივარი ვიყო.

– მახსოვს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს თქვენ ოპოზიციაში იყავით.

– თავიდან არა. თითქოს ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მრჩეველთა საბჭო შექმნა და მის თავმჯდომარედ დამნიშნა. მერე ის საბჭო ისე დაშალეს, ჩვენ, წევრებმა სხვებისგან გავიგეთ. მერე დიპლომატიური აკადემია დამიხურეს მაგის დროს. რას მერჩოდნენ, არ ვიცი. მიშას ოპოზიციაში პირადი წყენის  გამო არ წავსულვარ. მაშინაც ტოტალიტარულ რეჟიმს ვებრძოდი, როგორც ახლა. დღეს სააკაშვილი არის ავადმყოფი. საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, საქართველოს ისტორიაში არც თუ უკანასკნელი ადამიანის სიცოცხლეს. ვერაფრით ვერ დავეთანხმები ჩვენს ჩინოვნიკებს და სახელისუფლებო პოლიტიკოსებს, როცა აცხადებენ, რომ სააკაშვილი რიგითი პატიმარია, ესეთი პატიმარი ჩვენ ბევრი გვყავს და ყველამ ერთნაირ პირობებში უნდა მოიხადოს სასჯელიო. ჯერ ერთი, თუ სააკაშვილი რიგითი პატიმარი იყო, რატომ ჰყავდათ ციხეში სამარტოვე საკანში და რატომ არ იყო სხვა პატიმრებთან ერთად ჩვეულებრივ, მრავალკაციან საკანში? ამით უკვე  თვითონ აღიარეს, რომ ის ჩვეულებრივი კი არა, განსაკუთრებული პატიმარია. მერე, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში,  საფრანგეთში, ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შიდა პატიმრობა შეუფარდეს. იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სარკოზი გაასამართლეს და გაამტყუნეს, ათეულ ათასობით ადამიანი საფრანგეთის ციხეებში იხდის  სასჯელს. რატომ? იმიტომ, რომ სარკოზი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ახლა, რომის პაპზე უფრო კათოლიკენი ნუ გამოვდივართ, რა. კანონის უზენაესობა ჩვენ ფრანგებზე უკეთ ვიცით? იტალიის  ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონიც ამხილეს არა ერთ დანაშაულში. სასამართლომ დამნაშავედ სცნო, მაგრამ არც ის გაუშვიათ ციხეში. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრეს და ბერლუსკონი მოხუცთა თავშესაფარში დავრდომილ მოხუცებს უვლიდა.  ეს თავად აირჩია. ბერლუსკონის დანაშაულებების მიუხედავად, მისი პარტია „ფორცა იტალია“, დღეს იტალიის მმართველ კოალიციაშია. ამერიკის პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი გავიხსენოთ. ნიქსონი უოთერგეითის ცნობილ სკანდალს გადაჰყვა – „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებმა დანაშაულში გამოიჭირეს, მერე  სპეციალური პროკურორის გამოძიებამ კიდევ სხვა და სხვა დანაშაულში ამხილა. ნიქსონი გადადგა, ვიდრე გადააყენებდნენ, რადგან უკვე ბოლოსკენ იყო წასული მისი იმპიჩმენტის საკითხი და იცოდა, რომ გადაყენებას ვერ გადაურჩებოდა.  მას უკვე რამდენიმე ბრალი ჰქონდა წაყენებული, „დემოკრატების“ შტაბ-ბინის უკანონო მოსმენა, ბიუჯეტის ფულით მოსმენების და თვალთვალის გამოყენება, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების უკანონოდ  გამოყენება „რესპუბლიკური პარტიის“ ინტერესებისთვის… მაგრამ მისმა მემკვიდრემ, პრეზიდენტმა  ჯერალდ ფორდმა  შეიწყალა და ყველა ის დანაშული აპატია, რომელთა გამოც ნიქსონი აუცილებლად გამტყუნდებოდა სასამართლოში. კიდევ ბევრი სხვა ფაქტის გახსენება შეიძლება დემოკრატიული სამყაროდან. რატომ გავიხსენე ეს ფაქტები? იმიტომ, რომ  პოლიტიკაში დიდსულოვნება ძვირად ფასობს. ისტორიის ნებისმიერ წიგნში ჩაიხედონ, ცნობილი  მმართველები  ვინც იყვნენ, მემატიანეები მათ ერთ-ერთ საუკეთესო თვისებად დამარცხებული მტრის მიმართ დიდსულოვნებას და  მიმტევებლობას უთვლიდნენ. დღეს, ასე თუ ისე, სააკაშვილი ცუდ დღეშია. ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ვთქვა, კარგად არის. ვერც იმას ვიტყვი, რომ  ბევრი მოძალადე, მკვლელი ციხეშია, იხდის სასჯელს და სააკაშვილმაც იმათნაირად უნდა მოიხადოს. იმათგან განსხვავებით, ცუდის გარდა, ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. ძალიან ცუდია ასეთი მიდგომა. ერთ ამბავს მოგიყვები, რამდენიმე წლის წინ, ჩინეთის ელჩმა მაჩუქა ჩინეთის მმართველის, სი ძინ პინის წიგნი, რუსულად ნათარგმნი. ძვირფასად გაფორმებული წიგნია,  მოოქროვილ ფურცლებზეა დაბეჭდილი. ალბათ, ერთი ძვირადღირებული მანქანის ფასი ეღირება. ახლა, სი ძინ  პინს სხვანაირს ვერ აკადრებდნენ. წავიკითხე ეს წიგნი და ლამის ყველა გვერდზე, სინ ძინ პინს მაო ძე დუნის 3-4 გამონათქვამი ჰქონდა  მოყვანილი თავისი პოზიციის გასამაგრებლად. გამიკვირდა, რადგან მაო იმ პოლიტიკური ხაზის მოწინააღმდეგე იყო, რომელსაც დღეს სი ძინ პინი წარმოადგენს. მერე შევხვდი ჩინეთის ელჩს და ვკითხე ამის შესახებ.  კი, ბევრი მეკითხება ამას, რადგან მაო ძე დენი ჩინეთში ტაბუირებული იყო, მისი ხსენებაც კი აკრძალული იყო და ამ დროს, მის ციტატებს ქვეყნის ლიდერი თავის წიგნში რატომ იყენებსო? ჩვენ შევაფასეთ მაო ძედუნის საქმიანობა და დაახლოებით 30-40% ძალიან ცუდი გააკეთა, დაახლოებით 60-70% კი კარგი გააკეთა ქვეყნისთვისო. ყველაფერს თავი დავანებოთ, დღევანდელ ჩინეთს მაომ ჩაუყარა საფუძველიო. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული რევოლუცია მოაწყო, სხვა ბევრი ჩვენთვის მიუღებელი რამ გააკეთა, მაგრამ  სიაოპინი ციხეში ხომ არ ჩაუსვამსო? ოთხჯერ გარიცხა კომპარტიის რიგებიდან, სდევნიდა რეპრესირებული იყო, მაგრამ არ დაუჭერიაო. მოკლედ, პოლიტიკაში დიდსულოვნების ფასი არაფერია, ამას ჩინელიც ხვდება, ფრანგიც, ინგლისელიც, იტალიელიც და მგონი, ჩვენს გარდა, ყველა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved