• რეკლამა
  • კონტაქტი
11:34, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთაც სხვების აზრების წაკითხვა შეუძლიათ

ალია ავტორი - ალია
11:52 03-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,753

დიახ, მათ იციან თქვენი საიდუმლოებები! საუბარია ზოდიაქოს წრის ექვს წარმომადგენელზე, რომელთაც თქვენი აზრების წაკითხვა შეუძლიათ.

კირჩხიბი

მგრძნობიარე და ემოციურ კირჩხიბებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს შორის ყველაზე დიდი თანაგრძნობის უნარი აქვთ. ამიტომ ისინი ყოველთვის დროულად ხვდებიან, როცა ადამიანებს მათი მხარდაჭერა სჭირდებათ  და საჭირო რჩევებით ეხმარებიან კიდეც. სხვისი ემოციების ამოცნობა, თითქოს იმ ადამიანის „თავში ზის“, ყველაზე მარტივი ამოცანაა ნებისმიერი კირჩხიბისთვის.

 

თევზები

ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშანს საუკეთესო ინტუიციის მქონედ მიიჩნევენ, რომელსაც კარგი უნარი აქვს, მომავალს თავისი მაღალგანვითარებული გამჭრიახობის თვალით შეხედოს. თევზებს ინტუიცია  საშუალებას აძლევს, მომენტალურად გამოიცნონ გარშემო მყოფთა განწყობა და ამას აქტიურადაც იყენებენ, ამიტომ ისინი ყოველთვის განსაკუთრებულად, სხვებისგან გამორჩეულად უყვართ ნაცნობ-მეგობრებს.

 

ქალწული

ქალწულის სიძლიერე გამჭრიახი გონება და გასაოცარი დაკვირვების უნარია. იგი გამოირჩევა შესაშურად სხარტი გონებით, ანალიტიკური აზროვნებითა და წვრილმანებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით. მას არ შეუძლია კონკრეტიკის გარეშე, მათ შორის, ურთიერთობებშიც. ქალწული ყოველთვის გულდასმით ადევნებს თვალყურს სხვა ადამიანის ყოველ მოძრაობას, ზედმიწევნით აანალიზებს მის ყველა სიტყვას და  თანდათანობით მთლიანად შეისწავლის ამ ადამიანს. შედეგად, საკმარისია შეხედოს ადამიანს და სწრაფად მიხვდეს, რაზე ფიქრობს და რა სურს მას.

 

მორიელი

მორიელების გარშემო ყოველთვის არის მისტიკური აურა, რომელიც მათ რაღაც უმაღლესთან აკავშირებს. მეექვსე გრძნობა შეუცდომლად კარნახობს მორიელს, ვთქვათ, ატყუებს თუ არა ადამიანი მას. ამ უნარის გამო ბევრს ეშინია ზოდიაქოს ამ ნიშანთან ახლო ურთიერთობისა, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი ნამდვილი ტელეპათები არიან, რომლებთან ურთიერთობაც სახიფათოა.

 

სასწორი

სასწორის უნარი, სხვა ადამიანის ადგილზე დააყენოს თავი, რათა სიტუაცია სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილოს, საშუალებას აძლევს მას, მტკიცე ურთიერთობები ჰქონდეს მეგობრებთან და იყოს გონივრული მხარე საკუთარ თუ სხვის კონფლიქტში, რაც მთავარია, სრულად  გაუგოს სხვა ადამიანებს. ზოგჯერ ეს სასწორს დეტექტივს ამსგავსებს, რომელიც გონების საიდუმლოებებს ხსნის.

 

ტყუპი

არავის შეუძლია ისე პროფესიულად მორიგდეს ადამიანებთან, როგორც ამას  დიპლომატი ტყუპები აკეთებენ. მათ მხოლოდ სხეულის ენაზე ხანმოკლე  დაკვირვებით შეუძლიათ გაიგონ, რას ფიქრობს ადამიანი  – ამიტომაც, როგორც ჩანს, გამჭრიახმა ტყუპებმა ყოველთვის იციან, რის თქმას აპირებენ სხვები და მზად არიან ამისთვის. ამ ზოდიაქოს ნიშნის გარშემო მყოფები გულში ყოველთვის აღფრთოვანებულნი არიან მისი ასეთი საოცარი უნარით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved