ლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა რუსეთის პატრიარქ კირილს დახმარებისთვის მოუხმეს.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობდა.
ის საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის 75%-იანი დაზიანებით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებას ის 2 კვირის განმავლობაში მალავდა.
რუსული მედიის ცნობით, 2 წლის განმავლობაში, ჟირინოვსკი რუსული “სპუტნიკით” რვაჯერ აიცრა.
კომენტარები