ჟენევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში დღეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება და ხუთ საათს გაგრძელდება.
სამიტის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ. სამიტი ჟენევაში, ორ ქვეყნას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, თეთრი სახლის ინიციატივით იმართება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან შეერთებული შტატების მოკავშირეების მიმართ აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, კრემლი ვაშინგტონისგან ადეკვატურ პასუხს მიიღებს. პუტინთან შეხვედრამდე ჯოზეფ ბაიდენი ბრიუსელში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდა.
კომენტარები