უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის თქმით, დღეს თითოეული უკრაინელი გადის გამოცდას მოქალაქეობაზე. ზელენსკიმ ყველა უკრაინელს, რომელმაც ქვეყნა დატოვა, დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ისაუბრა. მანამდე პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ქვეყანაში დაბრუნებისკენ ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს მოუწოდა.
“დღეს თითოეული გადის ნამდვილ გამოცდას უკრაინის მოქალაქეობაზე. გაიარეთ ის ღირსეულად. ყველამ გაიგოს, რომ ვისთვის არის უკრაინა სამშობლო და ვისთვის ფულის მოედანი” – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს, არჩეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც დატოვეს ან აპირებენ ქვეყნის დატოვებას და მათ ქვეყნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“თქვენ უკრაინელმა ხალხმა არა მხოლოდ სახელმწიფოს მართვა არამედ მისი დაცვაც განდოთ. ეს თქვენი პირდაპირი მოვალეობაა, ასეთ მდგომარეობაში ყველასთან, უკრაინელ ხალხთან ერთად იყოთ” – თქვა ზელენსკიმ.
კომენტარები