WhatsApp-ი სასაუბროში ვიდეო შეტყობინებების ჩაწერის ფუნქციას დანერგავს. აპლიკაციაში ვიდეოს გასაგზავნად მისი წინასწარ გადაღება საჭირო აღარ იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სახალისო გზა, რათა გავაზიაროთ მომენტები მთელი ემოციით, რომელიც მოდის ვიდეოდან, იქნება ეს ვინმეს დაბადების დღის მილოცვა, ხუმრობაზე სიცილი თუ სხვა კარგი ამბები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მყისიერი ვიდეო შეტყობინებების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 60 წამამდე და ის აპლიკაციის დაშიფვრის სერვისით იქნება დაცული. ახალი ფუნქცია პლატფორმაზე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის მსგავსი იქნება და იმავე გვერდზე განლაგდება.
კომენტარები