“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, ნუ დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და მშვიდად მოემზადოს ხელისუფლების დატოვებისთვის.
მისი თქმით, “ოცნებაში” კარგად იციან, რომ არჩევნებში მარცხდებიან და გადაწყვიტეს, კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ.
“ქართულ ოცნებას” აქვს არჩევანი, ცვლილებები, გაფორმდეს მშვიდობიანად… მათ აქვთ შანსი, ეხლა მაინც მოიქცნენ ისე, რომ მშვიდობიანად და მე ვისურვებდი რომ ღირსეულად წავიდნენ ხელისუფლებიდან. […]
კიდევ ერთხელ ვურჩევ “ქართულ ოცნებას” ნუ აზიანებენ ამ დარჩენილ დროში საქართველოს ინტერესებს, ნუ აზიანებენ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და მშვიდობიანად მოემზადონ ხელისუფლებიდან წასვლისთვის”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებზე მოქალაქეების უმეტესობა ხმას ცვლილებებს აძლევს და ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია.
კომენტარები