• რეკლამა
  • კონტაქტი
08:57, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვთვლი, რომ პასუხი აუცილებელია“ – რატი ბრეგაძის პასუხი ნინო ლომჯარიას

ალია ავტორი - ალია
21:26 05-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,463
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარიას კომენტარს აქვეყნებს და წერს:
„როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი 1937 წლის “საუკეთესო ტრადიციებით” და “გულით შეკმაზული” სიძულვილთან მიახლოვებული ენით ადამიანების გაშავებას და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, ვთვლი, რომ პასუხი აუცილებელია.
Nino Lomjaria, ყოფილი სახალხო დამცველისგან, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს ადამიანის უფლებები, მსგავი მომართვა, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია.
ადამიანებს დანაშაულში სდებ ბრალს და იქნებ შეახსენო საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ ადამიანებს კორუფციულ დანაშაულში მიუძღვის ბრალი.
თუ თავად წყვეტ, სასამართლოს გარეშე ვინ მართალია და ვინ დამნაშავე?
მე არ გადამიხდია ფული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და ძალიან ვამაყობ, რომ უნივერსიტეტელი ვარ.
შენ გადაიხადე და გვიმალავდი? ან თუ ასეთი დანაშაულის შესახებ გქონდა ინფორმაცია, ან გაქვს რატომ არ განაცხადე?
სწორედ ესეთი, მტკიცებულებებს მოკლებული და ადამიანების დამუნათებაზე ორიენტირებული აზროვნებაა ბოლშევიკური ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც იჩენს თავს. არ უბრძოლია ასიათასობით ქართველს, მათ შორის ჩემს მშობლებს, ეროვნული მოძრაობისას, არც მამაჩემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანს და, არც ჩემს შვილს უმსახურია ქართულ ჯარში, ბევრ ღირსეულ ჯარისკაცთან ერთად, იმისთვის, რომ ესეთ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს ასაღებდეს ვინმე დემოკრატიად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან ევროპულ ღირებულებად.
აქვე ნინო ერთი კითხვაც მექნება. სახალხო დამცველი, რომლის ქვეყანაშიც დაახლოებით 10000 პატიმარია და 4 წლის მანძილზე მხოლოდ 16-ს მოინახულებს რამდენად გულწრფელი, ყველა ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული, ომბუდსმენი გგონია? ზოგადად სამწუხარო ფაქტია, როდესაც სახალხო დამცველი მოსანახულებელ პატიმართა სიას პოლიტიკური გემოვნებით ადგენს და ორმაგად ტრაგიკულია, როდესაც უკვე ყოფილი სახალხო დამცველი კონსტიტუციით განმტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას ხელაღებით არღვევს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
P.s ალბათ ეს სურათი “კომპრომატად” გინდოდა წარმოგეჩინა, თუმცა მინდა გითხრა, ჩემი დადებულია სოციალურ ქსელში და იქიდან ჩამოტვირთვაზე რომ არ იწვალო მომავალში, თუ რამე დაგჭირდება თავად გამოგიგზავნი.
მასწავლებლებს კი ნამდვილად პატივს ვცემ ნინო და მიმაჩნია, რომ ბევრმა მათგანმა სასიკეთო ცოდნა მომცა. შეიძლება დღეს ჩემს ზოგიერთ მასწავლებელს ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ ეს სრულიად მისაღებია და ეს არის ის დემოკრატია, რომლისაც მჯერა.“
შეიძლება იყოს 4 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
თეგები: ნინო ლომჯარიარატი ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved