• რეკლამა
  • კონტაქტი
15:01, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა – ამერიკელი ტოქსიკოლოგი

ალია ავტორი - ალია
14:18 12-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა, მესამე პრეზიდენტს კლინიკაში გადაყვანამდე, უკვე აღენიშნებოდა მოწამვლის სიმპტომები.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მას ჰკითხა გონების კარგვის იმ ეპიზოდებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მაისში, ვივა მედში ჰქონდა. ხაჭაპურიძის თქმით, პირველად გონება მესამე პრეზიდენტმა 5 მაისს დაკარგა და მიზეზის გამოსაკვლევად სისხლის ანალიზები კლინიკამ მხოლოდ 26 დღის შემდეგ დანიშნა. ადვოკატი დაინტერესდა რამდენად დაგვიანებული იყო ეს ანალიზი და რამდენად შეიძლებოდა რეალური სურათის დადგენა.

ამაზე დევიდ სმიტმა განაცხადა, რომ 26 დღის შემდეგ კვლევა დაგვიანებული იყო და გარდა ამისა, მხოლოდ სისხლის ანალიზით,მძიმე მეტალების დადგენა ორგანიზმში, არ ხდება:

“ეს იყო გვიან აღებული. მძიმე მეტალები სისხლის ნაკადები ქრება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვიყენებთ ხოლმე თმის კვლევას, რომ დავადგინოთ ხოლმე ამ მეტალების არსებობა- “ თქვა სმიტმა და ამის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის მძმე მეტალებით ინტოქსიკაცია სწორედ მარტში მოხდა:

“მძიმე მეტალებით პირველი ინტოქსიკაცია მოხდა, ჩემი აზრით, მარტის თვეში, ვიდრე ის იქნებოდა გადაყვანილი და მოგვიანებით ამ მძიმე მეტალებმა დააზიანა, რამდენადაც ისინი გავრცელდა ორგანიზმში, სხვადასხვა ორგანოები” აღნიშნა სმიტმა.

ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოწამვლა ციხეში მოხდა თუ არა, სმიტმა აღნიშნა:

“მე არ მაქვს სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ მას მიეცა მძიმე მეტალები, რამაც გამოიწვია მძიმე დაზიანებები, მათ შორის კრუნჩხვები.

მას სიმპტომები ჰქონდა უკვე, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მე ვთვლი, რომ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა მისი ექსპოზიცია მძიმე მეტალებზე, არამედ მოხდა მანამდე, ციხეში.”

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საკუთარ პროცესს ვერ ესწრება მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე გიორგი არევაძე სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა.

,,მთავარი არხი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved