როპის პაპის სადესპანო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას Twitter-ზე ეხმაურება.
პაპი ფრანცისკეს სადესპანო მწუხარებას გამოთქვამს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.
“რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ”, – წერია სადესპანოს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა.
შეგახსენებთ, გუშინ დილით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილი და ორი გადარჩენილი ამოიყვანეს, აქედან ერთ-ერთი 36 წლის ქალი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილია სულ 9 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია. ხოლო რაც შეეხება ერთ გადარჩენილ მამაკაცს ის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
კომენტარები