„მე მეამაყება, რომ ძალიან ბევრი კარგი სტუდენტი მყავდა. საერთოდ, ყველა მასწვავლებლისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიღაცა ხმას როგორ არ ამოიღებს. ჩემს მასწავლებელს რომ შეეხოს ვინმე, რამდენი წლის უნდა ვიყო მე, რომ ვთქვა – შეეხონ, რა მოხდა მერე. მეც მაყენებთ ხომ, შეურაცხყოფას. ამიტომ, მე მაგალითად, ყოველთვის დავიცავდი და ვიცი, რომ ჩემი სტუდენტები დამიცავენ“, – ამის შესახებ ფილოლოგმა ლევენ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთარში განაცხადა.
ცნობისთვის, ბერძენიშვილის მიერ ერეკლე II-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებას პეტიციის გავრცელება მოჰყვა, რომლის ხელმომწერებიც ითხოვენ, მას სტუდენტებთან საგანმანათლებლო კომუნიკაცია აეკრძალოს.
კომენტარები