მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას რუსეთში აღფრთოვანება მოჰყვა. გახარებული ჟირინოვსკი სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოში არჩია დაბრუნება, და არა რუსეთში ჩასვლა.
„მე ვიცი, როგორი მენიუ მოგიმზადა საქართველოს ხელისუფლებამ: აყროლებული თევზის კუდების სუპი, პიურე კარტოფილის ნარჩენებისგან და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფხვნილისგან დამზადებული კისელი“, – წერს ჟირინოვსკი სოციალურ ქსელში.
კომენტარები