• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ – მარია ზახაროვა

ალია ავტორი - ალია
20:08 02-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,709

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოსგან ითხოვს „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“. როგორც ზახაროვა ამბობს, ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტი.

„15 წლის წინ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ  უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, მათი ჩამოყალიბება თანამედროვე და თვითკმარ სახელმწიფოებად. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან ალიანსის გაღრმავების პოლიტიკას. ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას…

…ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში…

რუსეთი რჩება რესპუბლიკების მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ორმხრივი ვაჭრობა იზრდება. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ამ ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს მშპ-ს პროგრესულ ზრდას და მოქალაქეთა კეთილდღეობას, ინვესტიციების მიმზიდველობის გაუმჯობესებას და ეროვნული ბიუჯეტების შემოსავლების მხარის ზრდას. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები, ქმნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს, აფართოებს ბაზრებს და შესაძლებლობებს ტურისტული და საქმიანი მოგზაურობისთვის… ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ კურსი ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან სამოკავშირეო ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისკენ“ , – განაცხადა ზახაროვამ.

თეგები: მარია ზახაროვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved