• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვისთვისაც საქართველოსა და უკრაინის დროშები არის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, იმის გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ?” -გიგა ბოკერია თბილისის მერს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
18:55 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია, თბილისის მერის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც კახა კალაძემ “ევროპული საქართველოს” ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა.

“მივიღეთ სრულიად აბსურდული, შეურცხმყოფელი მოწოდება კალაძისგან, რომ სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. მე ჯერ პრობლემა მაქვს ამ კონტექსტში პოლიტიკას როდესაც ხმარობ, როდესაც უკრაინის არსებობასა და არ არსებობაზეა ლაპარაკი.
მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, მთავარი კითხვა მაქვს, რომელ წესს ვარღვევთ ჩვენ, ან არღვევს საქართველოს მოქალაქე, ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით სტადიონზე? სად წერია ეს? ვისთვისაც საქართველოსა და უკრაინის დროშები არის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, იმის გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ?”

მინდა ჰკითხოთ კალაძეს, ან თბილისის მერიას, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ “ევროპული საქართველო” ამ მოწოდებით, რომ ეროვნული დროშები იყოს გამოფენილი სტადიონზე. ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ “უფრთხილდებიან” ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან.

ქალაქის მერისგან, “ქართული ოცნების” ლიდერისგან და ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრისგან კახი კალაძისგან ვითხოვთ, განმარტებას და დაზუსტებას რა სტანდარტს არღვევს “ევროპული საქართველო” და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინონ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე – რომელ სტანდარტს არღვევს, თუ შარზე არ არიან?”, – აცხადებს ბოკერია.

„27 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს რაგბის მატჩის დროს რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით ვუპასუხებთ“, – ამ ინიციატივით დღეს პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ გამოვიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved