• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა?…ჩვენი მთავრობა როგორ იქცევა?” – პარალელები ბრიტანულ სკანდალთან

ალია ავტორი - ალია
17:25 06-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

შეამჩნიეს, რომ თანამშრომელს ჰკოცნიდა. ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა? მაგრამ აქ სხვა რამეში ყოფილა საქმე-პანდემიის დროს დაწესებული წესები დაარღვია – დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე “ფეისბუქზე” გამოეხმაურა.

პარლამენტის დეპუტატი ამბობს, ბრიტანელმა მინისტრმა იმის გამო, რომ რეგულაციები არ გაითვალისწინა, “პოლიტიკური ფასი გადაიხადა”, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ უთხრა მოქალაქეებს, რომ დარღვევების მიუხედავად “არაფერი გემუქრებათო”.

“დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა, რადგან შეამჩნიეს, რომ თანამშრომელს ჰკოცნიდა. ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა? მაგრამ აქ სხვა რამეში ყოფილა საქმე-პანდემიის დროს დაწესებული წესები დაარღვია. დისტანცია არ დაიცვა, პირბადე არ ეკეთა. აბა, პირბადეში როგორ იკოცნავებდნენ? ისე, საინტერესოა, პირბადეში რომ ეკოცნა, როგორ იქნებოდა საქმე-ჩაეთვლებოდა თუ არა წესების დარღვევად?

იმ ქვეყანაში მინისტრი ფაქტობრივად დააჯარიმეს-პოლიტიკური ფასი გადაახდევინეს. ჩვენი მთავრობა როგორ იქცევა? გინდ გიკოცნიათ და გინდ კომენდანტის საათი დაგირღვევიათ, მაინც არაფერი გემუქრებათო, უთხრეს ხალხს. 245 ათას ადამიანს ჩამოაწერეს ჯარიმა წინასაარჩევნოდ. ივანიშვილს მაინც გადაეხადა, ცოტა ფული მაინც შევიდოდა ბიუჯეტში. რომ გადაევადებინათ ამ უფულობაში, კიდევ შეიძლება გაგებით მოკიდებოდა ის ათასობით კანონმორჩილი მოქალაქე (მთავრობის წარმოდგენით, ბრიყვები), რომლებმაც უკვე გადაიხადეს ჯარიმები[…]

ასეთი ხელისუფლება საფრთხეა ქვეყნისთვის, კრიზისების დროს კი ორმაგი საფრთხე. “,- წერს რომან გოცირიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved