• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვისაც საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე გაქვთ პრეტენზია და პროდასავლური ორიენტაციის ბრძანდებით – დადექით და ილოცეთ…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:14 03-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
738

,,ფედერალისტების” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,ერთადერთი რამ, რაც ამ რთულ ვითარებაში პატრიოტ და გონიერ ქართველს შეიძლება სურდეს, არის ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარება.

ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში შეიძლება გვინდოდეს, არის ის, რომ ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთთან დალაგდნენ.

ამერიკის გარეშე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ინტერესების დაცვა არის შეუძლებელი.

ნებისმიერი ომი რომელიმე მხარისთვის დადებითად შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ძალის პოზიციიდან.

ის ძალა, რაც პუტინის შეკავებას და უკან დახევას სჭირდება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ტრამპის გეგმა შედეგება სამი საკვანძო ელემენტისგან:

1) მინერალებით ამერიკის ეკონომიკური ინტერესის გაჩენა.

2) ევროპული ჯარის განლაგება.

3) ნავთობის და გაზის ფასების შემცირება.

ამით განსხვავდება მინსკის შეთანხმებისგან და უფრო გავს დეიტონის შეთანხმებას, რომელმაც 30 წლის წინ ევროპაში ბოლო ომი დასრულა.

ტრამპის გეგმა არ არის მინსკი.

და მითუმეტეს არ არის კაპიტულაცია.

რასაკვირველია იდეალური არ არის, და უკეთესიც შეიძლება გახდეს, მაგრამ მინსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული დასაწყისია.

ტრამპისთვის პუტინის მოკავშირის წოდება და ამერიკის რუსეთად გამოცხადება ე. წ. პროდასავლელი ქართველების მხრიდან არის საკუთარ ფეხებში თოფის დახლა და პუტინის საქმის კეთება – ამ საქმეში მთავარი აღქმაა და თუ ტრამპი პუტინის მოკავშირედ გამოცხადდება, გაუმარჯვია რუსეთს და ეგაა – ძალის ხიბლი ხომ იმაშია, რომ თუ ის დიდია, მისი გამოყენება ნაკლებად გჭირდება!

სინამდვილეში ტრამპი მართალია იმაში, რომ წინა ვადაში მას რუსეთისთვის არაფერი დაუთმია.

ობამას აპოლოგეტები რომ რაცხავენ რუსეთის მოკავშირედ, ეს უსამართლობა უბრალოდ მახრჩობს:

1. ობამამ დაიწყო რუსეთთან გადატვირთვა რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ.

2. ჰილარიმ ჩაიტანა ყვითელი ღილაკი მოსკვოში.

3. ობამამ დაგვადო იარაღის დე-ფაქტო ემბარგო, რომელიც არ მოხსნილა ტრამპამდე.

4. ობამა მოუწოდებდა მიშას პირისპირ შეხვედრის დროს ოვალ ოფისში ძალაუფლების გადაცემისკენ.

პუტინის მოკავშირე იყო ობამა?

რასაკვირველია არა!

ისარგებლა პუტინმა მისი პოლიტიკით – რასაკვირველია ისარგებლა.

ჩვენი ამოცანა ზიანის მინიმიზაცია იყო და აი ამას ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება და ის ხელისუფლება იქცეოდა სწორად!

აქ რამდენიმემ მკითხა:

“ანუ დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დავუძახოთო”?

მეგობრებო – ესეც არეული რამსების შედეგია.

დათვი არის აგრესორის ალუზია.

უკრაინის აგრესორი არის რუსეთი.

და რუსეთს რომ ბაბაია არ ეძახოს, აი ამისთვისაა საჭირო ამერიკის დახმარება და ამ დახმარების მისაღებად ყველა ზომის მიღება!

ანუ ყველა პატრიოტი ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე დღეს უნდა ოცნებობდეს და ლოცულობდეს უკრაინის და ამერიკის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის დალაგებაზე.

და არა, არ არის ტრამპი პუტინის მოკავშირე!

ტრამპი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის მოსახლეობის 40 პროცენტიც თვლის რომ ამერიკა ზედმეტს აკეთებს უკრაინისთვის – რატომ, როგორ, მართლები არიან, თუ მტყუანები ამას მნიშვნელობა არ აქვს – ესაა მოცემულობა.

მინერალების დილით ის ამ 40 პროცენტს ელაპარაკება.

ამავდროულად, ამერიკელების 80% თვლის რომ პუტინი სანდო არ არის – დამერწმუნეთ, რომ ეს ამ ხალხის პრეზიდენტმაც იცის.

ამიტომ, ვისაც საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე გაქვთ პრეტენზია და პროდასავლური ორიენტაციის ბრძანდებით – დადექით და ილოცეთ, რომ ამერიკის და უკრაინის ხელისუფლებები ერთმანეთში დალაგდნენ – დღეს ეს უნდა იყოს ჩვენი სადარდებელი, იმიტომ რომ რაც ხდება (ტრამპის რუსად გამოცხადების ჩათვლით) რუსეთის გარდა არავის უხარია!“

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved