• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა…“ – რას პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს ოთო აბესაძე?

ალია ავტორი - ალია
19:23 06-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
506

ლევან ჯავახიშვილი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, კიდევ ერთხელ გაიხსენა ევროკავშირის 75  მილიონიანი მიკროსაფინანსო დახმარება, რომელზედაც უარი თქვა საქართველოს მთავრობამ. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ალიას“ ამ საკითხზე ესაუბრება  ეკონომიკის დოქტორი,  პროფესორი, ოთო აბესაძე.

– ოთო, ევროკავშირის  მიერ გამოყოფილი  75 მილიონი, რომელიც ჩვენმა  მთავრობამ ბოლო მომენტში არ აიღო, გრანტი იყო თუ კრედიტი?

– კი, ეს იყო ევროკავშირის მიერ მოწოდებული სესხი, კრედიტი,  რომელიც უნდა მოხმარებოდა სასამართლო ხელისუფლებას. კერძოდ, სასამართლოს რეფორმას. ეს იყო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი, ფაქტიურად, გრანტი. თუმცა, ხელისუფლებან უარი თქვა მასზე. იმდენად შეღავათიანი კრედიტი იყო, რომ მე ავიღებდი.

– ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის გამო რომ უთქვამთ უარი ამ კრედიტზე,  ეს არ ვიცოდი და ეს ხალხის მორიგი დაცინვა არ არის?

– ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა, მას ეკონომიკასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია, პირდაპირ გეტყვი.

– ყველა ხვდება, რომ ეკონომიკური აღმასვლა კი არა, უკუსვლა და მძიმე  ეკონომიკური მდგომრეობაა ქვეყანაში და რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს ან პრემიერი ან კობახიძე? ხელისუფლების ორივე შტოს-პარლამენტისა და მთავრობის ეკონომიკური პროფილის ლიდერები უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ეკონომიკური აღმავლობაა. არავინ აღარ ტყუვდება ამით და რაში სჭირდებათ? რა მიზანი აქვთ?

– საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დაითვლება შემოდგომით, ექსპორტ-იმპოტი და ა.შ. და რეალურად და უფრო დეტალურად  გამოჩნდება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ ვერანაირ ეკონომიკურ წინსვლას ეკონომიკაში და რომ ქვეყანაში გვაქვს რაღაც ეკონომიკური მიღწევები. უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ლარი უფასურდება, პროდუქტები ძვირდება და ზოგადად, ყველაფერი უარესდება.  ეს ეკონომიკური წინსვლა არ არის. შესაბამისად, რა აძლევთ ოპტიმიზს, მე  ეს არ მესმის. სასიკეთოს მე ვერ ვხედავ ვერაფერს.

„კაცმა მხოლოდ ერთი ლიტრი საწვავი ჩაასხა, მეტი ვერა“… პრემიერი: „14,4% გვქონდა ჩვენ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და ოთხ თვეში 10,8% ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც იშვიათობაა..“

თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved