• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის პრორუსულობაზე საუბრობთ, ბორჯომი რუსებს მიჰყიდეთ.. თქვენი პროდასავლურობის ვისაც სჯერა, ისინი დააბოლეთ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
13:56 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

რაიმე ახალი მოიფიქრეთ. ეს პოპულიზმი არ ჭრის – ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ოპოზიციას მიმართავს.

„ლელოს ოფისში ბრიფინგია. ამოეწურათ სალაპარაკო და ახლა ლელო, გირჩი და მელია ნუსზე აგდებს ხალხს, გადადეთ ყველაფერი და თუ ქვეყნის დასავლური კურსის გადარჩენა გსურთ, გამოდითო.თუ არ გინდათ ქვეყანაში ტერორი იყოს და ყველა გამვლელს უმიზეზოდ იჭერდნენო, გამოდითო, თქვა ნაცმოძრაობის ფიქტიურმა თაბმჯდომარემ, რომელმა პარტიამაც 300 ათასი ადამიანი პრობაციონერად აქცია, ერთ ადგილზე სამი პატიმარი ჩასვა და მსოფლიოში მესამეზე და ევროპაში პირველ ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით.ციხეების მდგომარეობაზე და სასჯელის მოხდის წამებასთან გათანაბრებაზე, აღარაფერს ვამბობ.ვის პრორუსულობაზე საუბრობდნენ ესენი, როცა ბორჯომი პირადად მიჰყიდეს რუსებს, უფრო სწორად, კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენს, დსთ-დან გამოსვლა მანამ ვერ მიხვდნენ, სანამ რუსეთმა თავზე არ გადაგვიარა, ნინო ბურჯანაძე ბლოკში ჰყავთ და ა.შ.”3 საათზე, 3 ლოკაციიდანო…” წესით 5 საათზე, 5 ლოკაციიდან უნდა აწყობდეთ. ალბათ ნინო ბურჯანაძის საარჩრვნო ნომერს არეკლამებთ. ეს ხუმრობით.ახლა ცდილობენ რუსეთისთვის ენერგო ობიექტების მიყიდვის თემა გაათეთრონ. თურმე რუსულმა კომპანიამ საქართველოში თუ ფილიალი გახსნა, ქართული კომპანია ყოფილა. ეს ცალკე თემაა საპასუხოდ.ასლანის მოსკოვში წაყვანაზე პირადად პუტინს რომ გადაუხადეს მადლობა, ისიც გვახსოვს.ჰოდა, პროდასავლურობა ყვირილით კი არა, საქმეებით მტკიცდება. საქმეებია ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და უამრავი სხვა რამ.საპირწონედ გაქვთ წინა ხელისუფლების დროს რუსული კაპიტალის ნიაღვარი საქართველოში, როგორც ენერგო სფეროში, ასევე წიაღისეულში. ხომ გახსოვთ, “ფულს სუნი არ აქვსო?!”ჰოდა, რაიმე ახალი მოიფიქრეთ. ეს პოპულიზმიც არ ჭრის, ხალხი გაედინება ქვეყნიდანო. წინა მთავრობის დროს დამეცალა სამეზობლო და სანათესაო, ნახევარი წავიდა სამუშაოდ. ახლაც მიდიან, მაგრამ თქვენ არ გეთქმით. თანაც, მოიკითხეთ, ვის უხდიდნენ წაშვლადი 2-3 ათას დოლორას?მეტროებთან კრიბავთ ხალხს. “ლელო” ვაგზლიდან, საკუთარი ბიზნეს ობიექტიდან იწყებს მსვლელობას. საკუთარ ამომრჩეველს ღლით და ხალხს აღიზიანებთ. ხომ ნახეთ სანაპიროს გადაკეტვაზე ხალხის რეაქცია?ბოლოს, უკვე მეათედ ვწერ: თქვენ რომ რეალურად ზრუნავდეთ სააკაშვილის ან ხოშტარიას ჯანმრთელობაზე, მთელი პარტია მოაწერდით ხელს და მოუწოდებდით შეწყვეტისკენ. არც სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას იმჩნევთ.ეძებთ.მიზეზებს, როგორ არ შეწყვიტოს შიმშილობა. არადა, თქვენს შორის, მათ შორის სააკაშვილთან შედარებით, ხოშტარია ყველაზე კაცურად იქცევა. ხოშტარია შიმშილობს არასამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილის გამო. სააკაშვილი კი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კვალიფიციური კონტროლის ქვეშ.ეს ისე. მოკლედ, თქვენი პროდასავლურობის ვისაც სჯერა, ისინი დააბოლეთ“- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved