„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის 56 980 ლარიანი ავტომობილი შეიძინა.
მისივე თმით, ავტომობილი, სავარაუდოდ, გაუმართავი იყო, რადგან შეძენიდან მალევე მის რემონტზე 6136 ლარი დაიხარჯა.
“არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას. უნდა დადგინდეს, ვის ეკუთვნოდა გაუმართავი ავტომობილი და რა ინტერესი ამოძრავებდა ქუთაისის მერიას თითქმის 57 000 ლარი გადაეხადა გაუმართავ ავტომობილში.” – განაცხადა შუშანიამ.
კომენტარები