• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ეკუთვნის და რას საქმიანობს ვაგონსარემონტო ქარხანა, სადაც ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაზე პროკურატურა შევიდა

ალია ავტორი - ალია
15:04 02-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

გენერალური პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური სს “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში” შევიდა. ეს კომპანია თბილისის მეტროს ვაგონების ტექნიკური მომსახურების გაწევით არის დაკავებული. საჯარო რეესტრის თანახმად, მასში 50%-ის წილი ეკუთვნის თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიაა, 50%-ის წილი კი ეკუთვნის “ინდუსტრიულ ინვესტმენტს”. თავის მხრივ აღნიშნული კომპანიის 50-50%-ის წილი ეკუთვნით გვანცა სალაყაიას და ნოდარ გაგუას. კომპანიის დირექტორია ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი. ის  “ქართული ოცნების” ერთ-ერთი შემომწირველია. მას მმართველი პარტიისთვის 40 000 ლარი აქვს შეწირული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალთან” თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან არაერთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მათ შორის 2024 წელს 2 მილიონ ლარამდე ოდენობით, 2023 წელს 14 მილიონი ლარის ოდენობით, 2022 წელს კი 12 მილიონი ლარის ოდენობით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული მასალები დაედო. აუდიტმა ქარხნის საქმიანობაში შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთა, რის შემდეგაც მასალები პროკურატურას გადაეგზავნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, 3 თებერვალს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურას ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობა და არც ის, არიან თუ არა საქმეში ბრალდებული პირები.(ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved