• რეკლამა
  • კონტაქტი
21:06, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ეკუთვნის და რამდენი მილიონის ტენდერები აქვს მოგებული შპს “მამისონს”?

ალია ავტორი - ალია
17:57 11-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

მეტრო „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა. ვარკეთილის მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც „მამისონმა“ გაიმარჯვა და ამ ტენდერშიც გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები.

ტენდერების მონიტორის სისტემის მონაცემებით, შპს მამისონს 2012 წლის შემდეგ 73 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური მოცულობაც 187 მილიონ ლარამადეა. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი 14.6 მილიონ ლარს შეადგენს და ის 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმდა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს “მამისონი” 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილსაც შპს “ევროდ ჰოლდინგი” ფლობს. თავად “ევორდ ჰოლდინგის” ამონაწერის მიხედვით, შპს “ევორდ ჰოლდინგის” მესაკუთრე და დირექტორი ბიზნესმენი ნიკოლოზ ჭკადუაა.

მეტრო “გოცირიძეზე” საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს “კაიზენის” ფილიალმა დაიწყო, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული საქმე კომპანია “მამისონმა” გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონს აღემატება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved