• რეკლამა
  • კონტაქტი
02:12, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ჩაეთვლება სამხედრო სამსახური გავლილად – ნახეთ, რა წერია ახალ თავდაცვის კოდექსში

ალია ავტორი - ალია
12:28 10-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,604

თავდაცვის კოდექსი, რომელსაც საქართველოს პარლამენტში თვეების განმავლობაში განიხილავდნენ და კანონმდებლებს შორის არაერთი ცხარე კამათისა თუ დისკუსიის საგანიც გახდა, დამტკიცდა და მრავლისმომცველი დოკუმენტი ოქტომბერში, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით გამოქვეყნდა.

სტატია ამ თემაზე EDU.ARIS.GE-მ მოამზადა.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასეთი ჩანაწერია: ზოგადი განათლების ხელშეწყობა – “მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება; საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გაცნობა”.

ამ გარემოების გათვალისწინებით წარმოგიდგენთ თავდაცვის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ იმ განსაზღვრებებს, რაც სამხედრო განათლების მიმართულებით კოდექსის რეგულირების სფეროა და სავალდებულოდ შესასრულებელი.

როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი, მშობლების თანხმობით, შეიძლება გახდეს 17 წლის პირი (სკოლის დამთავრების ასაკი) და დადგენილია აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში სწავლისა და ამორიცხვის წესიც. მივყვეთ თანმიმდევრულად:

კოდექსი განმარტავს, რომ სამხედრო განათლების მიზანია, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება.

სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა (სათანადო კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სწავლების მიზნებს, თემატიკას, მეთოდებს (მათ შორის, დისტანციური სწავლების გამოყენების შესაძლებლობას), შეფასების სისტემასა და სწავლების შედეგებს) შეიძლება გაიაროს: სამხედრო მოსამსახურემ; საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სამხედრო მოსამსახურე არ არის; უცხოელმა.

სამხედრო განათლების სახეებია:

საკარიერო სამხედრო განათლება და მოიცავს: ოფიცრის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს ოფიცრის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს; სერჟანტის საკარიერო სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს სერჟანტის კარიერული განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი საფეხურების სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს.

სპეციალური სამხედრო განათლება, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების სახეობის, გვარეობის, სპეციალობისა და საჭიროების მიხედვით განათლების მიღებას/მომზადებას.

საგანმანათლებლო ერთეულებია სამხედრო სასწავლებელი და სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეული (სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეული არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ან სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს).

როგორ ფუძნდება სამხედრო სასწავლებელი და ვინ შეიძლება იყოს მისი პერსონალი

სამხედრო სასწავლებლის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების წესები.

სამხედრო სასწავლებლის პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე პირებითა და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მოსამსახურესა და სპეციალური წოდების მქონე პირს შეიძლება დაუწესდეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.

სამხედრო სასწავლებლის დაფინანსება

სამხედრო სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია: სამინისტროსთვის (თავდაცვის სამინისტრო) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები; გრანტები; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი

1. აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადის უწყებრივი შერჩევის ეტაპს, რომლის პროცედურებსაც განსაზღვრავს სამხედრო სასწავლებელი.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობაა ამ კოდექსით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება.

3. აბიტურიენტის სამხედრო სასწავლებელში, აგრეთვე სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტი მშობლების თანხმობით შეიძლება გახდეს 17 წლის პირი.

როგორია სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხული პირის სტატუსი

1. პირს, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. პირმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიაროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

2. იუნკრის შრომის ანაზღაურებისა და სტიპენდიის ოდენობები და მათი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის (თავდაცვის მინისტრი) სამართლებრივი აქტით.

3. სამხედრო სასწავლებლის სტუდენტს მასთან გაფორმებული კონტრაქტით შეიძლება შეეზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისთვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში გამოიყენება სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან არსებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

4. იმ შემთხვევაში, თუ: ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერი სამხედრო სასწავლებლიდან გაირიცხება 100 სადისციპლინო ქულის ამოწურვის გამო, მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

5. მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება იმ კონტრაქტის პირობები, რომელსაც სამინისტრო აფორმებს მასთან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დღეს.

6. პირს, რომელსაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტისას წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და რიგითის სამხედრო წოდებით ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ იგი სამხედრო სასწავლებელში 12 თვე სწავლობდა.

7. მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved