• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვინც იმის მტკიცებას დამიწყებთ, რომ ექიმი ვარ და საზოგადოებრივი პოზიციის ქონის უფლება არ მაქვს…” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
02:47 10-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი:

,,თქვენი შრომით დაფინანსებულმა პრემიერმინისტრმა პატრონის სახელობითი დღე რომ არასრდოს მოგილოცოთ…

თქვენი შრომით, ქვეყნის პარლამენტში, სამინისტროებში, სასამართლოებში ქურდები, სულელები, უსინდისო მონები რომ არ დააფინანსოთ…

თქვენი ყოველდღიური შრომით მიღებული დოვლათით გამძღარმა ჩინოვნიკებმა, უღარიბეს საქართველოში, რომ არ გიმტკიცონ მდიდარი და წარმატებული ქვეყნის მოქალაქეები ხართო, ადამიანებს ვისაც წამლების გრძელ სიაში ერთი ყველაზე აუცილებლის ამორჩევა გიწევთ, რადგან ყველაფერს ვერ გაწვდებით…

თქვენი წელშიგაწყვეტილი შრომით მირებული შემოსავალით დაფინანსებული ჰოსპიტლები, სახელმწიფო ჩინოვნიკად ქცეულმა ექიმებმა, “სელებრითების” მოსასვენებელ პალატებად რომ არ აქციონ, მაშინ როცა საყვარელი ადამიანები სახლში გეხრჩობათ და მათთვის ჰოსპიტლის საწოლს სოციალურ ქსელში დაეძებთ…

თქვენი წელშიგაწყვეტილი შრომით მოპოვებული ლუკმით დაფინანსებული პოლიციის თვალწინ საუკეთესო ახალგაზრდები ქუჩაში ქურდებმა რომ არ დაგიხოცონ დემონსტრაციულად…

თქვენი წელშიგაწყვეტილი შრომით მოპოვებული მცირედიდან მსუყედ დაფინანსებული მახინჯი განათლების სისტემის მსხვერპლად რომ არ აქციოთ საყვარელი შვილები…

თქვენი დაუცველი შრომით მოპოვებული მცირედი შემოსავლის, უდიდესი ნაწილით გაღორებული ჩინოვნიკების საპარტნიორო ფონდები და მათი ახალგაზრდა საყვარლების მდიდრული ცხოვრება რომ აფინანსოთ…

თქვენი შრომით დაფინანსებული სახელმწიფო ჩინოვნიკების პროფესიული დრო შეშლილი ოლიგარქის ეზოში თქვენივე ეზოებიდან მოთხრილი მწვანე საფარის გადატანას რომ არ მოხმარდეს…

თქვენი და თქვენი წინაპრების შრომით შექმნილი ცუდი, მაგრამ მაინც, ქვეყნის დიდი ნაწილი ლამის უფასოდ არ იქცეს შეშლილი ოლიგარქის პირადი მონების კერძო საკუთრებად…

თქვენი წელშიგაწყვეტილი შრომით დაფინანსებული სახელმწიფო სტრუქტურების თქვენვე რომ არ გეშინოდეთ…
თქვენი დაუფასებელი და უსამართლოდ მცირედ ანაზღაურებული შრომით დაფინანსებული ქვეყნიდან გასაქცევი გზების ძიებაში რომ არ ათენ-აღამოთ…

თქვენი შრომით დაფინანსებულმა ღირებულებების არმქონე, ჩინოვნიკებმა, აქამდე უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად მოტანილი ქყვეყანა და ევროპული მომავალი კორუმპირებულ, ავტორიტარულ ქვეყანას რომ არ მიყიდონ…
თქვენი წელშიგაწყვეტილი შრომით რომ არ აფინანსოთ თქვენი და თქვენი შვილების უიმედობა, უბედურება, უსამართლობა, სიღარიბე, გაუნათლებლობა, უცოდინრობით დაკარგული სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უპერსპექტივო ხვალინდელი დღე…

თქვენვე რომ არ აფინანსოთ საკუთარი და სახელმწიფოს სიკვდილი ამისთვის მიდით ხვალ არჩევნებზე და დაასრულეთ უპასუხისმგებლო, გაუნათლებელი, არაკომპეტენტური, ბოროტმოქმედი, შეშლილი ოლიგარქის მონა ჩინოვნიკების მმართველობა…

P. S. ვინც იმის მტკიცებას დამიწყებთ, რომ ექიმი ვარ და საზოგადოებრივი პოზიციის ქონის უფლება არ მაქვს, გაიხსენეთ, რომ თქვენი მერები, დეპუტატები, მინისტრები არიან წერა-კითხვის უცოდინარი ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მორაგბეები, უბრალოდ სულელი მონები, ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას კი განაპირობებს კრიტიკული აზროვნების განსაკუთრებული უნარები, რაც შევიძინე ერთ-ერთი ყველაზე მაღალინტელექტუალური პროფესიის შესწავლის გზაზე, ბაკალავრის ხარისხის, რეზიდენტურის, ფელოუშიპის, მაგისტრატურის და სადოქტოროს სამ სხვა და სახვა ენაზე, სამ ქვეყანაში გავლის შედეგად. მგონი საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია მქონდეს იმ ქვეყნის მომავალზე რომელშიც მერობის კანდიდატს დაწერილი ტექსტის უშეცდომოდ წაკითხვა არ შეუძლია.”

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved