• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინაა ჩვენი შემწე? – დამნაშავეების დასჯა არ მოვითხოვოთ იმიტომ, რომ გადავრჩეთ?” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
10:39 07-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

“ჩვენი არც ერთის ადგილი არ არის იქ, სადაც ვდგავართ, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარი სიცოცხლეები და ჩვენი ჟურნალისტებისა თუ ოპერატორის სიცოცხლეები დავიცვათ. ვინაა ჩვენი შემწე?” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “ღამის მთავარში” საუბრისას განაცხადა.

როგორც გვარამიამ გადაცემაში აღნიშნა, ტელევიზიაზე ყველა მხრიდან მიმდინარეობს შეტევა, ემუქრებიან ჟურნალისტებს, რაც – “ქართული ოცნების” სამარცხვინო სახეა”.

“ესენი [ჟურნალისტები] პატარა ბავშვები არიან თავის უმრავლესობაში, ჩემზე უფრო გამბედავები არიან, მაგრამ თვითცენზურა, რომელიც ყალიბდება და ამას თავადაც არ აღიარებენ, მაგრამ სადღაც შიში ხომ კრისტალდება, ყოველ წუთში ჩასძახის ქვეცნობიერად, რომ ახლა ეს კითხვა არ დასვა, ამას არ გაეკარო, ცენზურა არ არის ასეთი მნიშვნელოვანი, პირიქით ის უკურეაქციას წარმოშობს, მაგრამ თვითცენზურა არის ურჩხული, რომელიც ანგრევს მედიას და ნებისმიერ ადამიანს, რომლისთვისაც საქმიანობა არის აზრის გამოხატვა. 

ჩვენი არც ერთის ადგილი არ არის იქ, სადაც ვდგავართ, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარი სიცოცხლეები და ჩვენი ჟურნალისტებისა თუ ოპერატორის სიცოცხლეები დავიცვათ. ვინაა ჩვენი შემწე? მთავრობა შემწე კი არაა პირიქით, რა ვქნათ ამ მთავრობის წასვლა არ მოვითხოვოთ იმიტომ, რომ გადავრჩეთ?

დამნაშავეების დასჯა არ მოვითხოვოთ იმიტომ, რომ გადავრჩეთ? იუსტიციის მინისტრზე საქმის აღძვრა არ მოვითხოვოთ, იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში მიკროფონი მოგვპარა? ეს კომიკური იქნებოდა დიდი ტრაგედია, რომ არ იყოს. მთავარია, რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნების გაყალბება, რომელიც დღესვე მიმდინარეობს. ოპოზიციური მედიის ჩახშობა, რომელიც უკვე მთელი თვეა მიმდინარეობს, არის ოპოზიციის ხმის ჩახშობა, “ოცნებისთვის” კომფორტის ზონის შექმნა. აირჩიეს ახალი მტრის ხატი, ესაა მედია, როგორ ეზიზღება ყველას ამას ეკლესიაც უწყობს ხელს ზუსტად იმავეს მოითხოვს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინფორმაციისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებითვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი მოხდა. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი “ფორმულას” ჟურნალისტს 27 ივლისს შეემთხვა, რომელიც სხვა მედიის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მუშაობდა და რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მანამდე კი “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი კაპანაძეს ინტერვიუს ჩაწერის დროს მოქალაქემ საცხოვრებელი კორპუსიდან წყალი გადამოასხა. იქვე მყოფმა პირმა რეპორტიორს უთხრა, რომ მისი საქციელით, – “ალბათ იმსახურებდა, ასე მომხდარიყო”.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ

14:00 11-17-2025
,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved