• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები და ა.შ. ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს“-დევი ტაბიძე

ალია ავტორი - ალია
12:50 02-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს “ომიკრონის” შტამით ინფიცირების მორიგი რეკორდია.

სპეციალისტები მოსახლეობას ისევ ახსენებენ, რომ კორონავირუსის ამ შტამს სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

“პიკური მაჩვენებელი ეს თვე გაგრძელდება. შემდეგ თანდათან უნდა დაიწყოს კლებამ. ვირუსმა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე მოიცვა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი. ამბულატორიული სექტორი განსაკუთრებით დაიტვირთა, რადგანაც ძალიან ბევრი ინფიცირებულია,”- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე კი ამბობს, რომ ჯერ ქვეყანა პიკში ისევ არ შესულა და ეს პერიოდი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება. დევი ტაბიძე არ გამორიცხავს, რომ შემთხვევების რაოდენობა 35 000-მდე ავიდეს:

“ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები და ა.შ. ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს. ვირუსი მთლიანად მოდებულია უკვე და ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღევანდელი 24 000 შემთხვევა კიდევ გაიზრდება. ჩემი აზრით, პიკზე ჯერ კიდევ არ ვართ მისულები, ეს პერიოდი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იქნება. თებერვლის ბოლოდან კი, უკვე კლებას დაიწყებს, ასეთია პროგნოზი, რომელსაც ყოველთვის ვამართლებთ ხოლმე. რეალურად, სადღაც 30-35 000 შემთხვევამდე აუცილებლად ავალთ,”- აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved