• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გააფრთხილეს გოგაშვილის ხმაურიანი დაკავებით?

ალია ავტორი - ალია
18:15 07-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,589

ანი დვალიშვილი

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება „ქართულ ოცნებას“ რაღაცის გადასაფარად დასჭირდა, მაგრამ როგორც „ალიას“ უყვებიან, მისი დაკავება დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და იგეგმებოდა კონკრეტულ ფაქტზე. ანუ, ვიღაცას უნდა ეთქვა კონკრეტულად მისი სახელი და გვარი, რათა ყველანაირი ეჭვი გამქრალიყო. ჩანაწერის გავრცელება, რომელიც დაკავებას წინ უძღოდა, სწორედ რომ ის ნანატრი მიზეზი იყო, რომელიც… სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქამდე არ ჰქონდა. რატომ და როგორ, ბოლომდე ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ როგორც იგივე წყარო ამბობს, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ ოთახში ჩაწერილი საუბარი არა სპეც-სამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციაა, არამედ ოთახში მყოფთაგან ერთ-ერთის შემოქმედება, რომელმაც შემდეგ ამ ჩანაწერით სარფიანად ივაჭრა და ვაჭრობაში მხოლოდ ფულს ნუ იგულისხმებთო.

ლოგიკურად, თავისუფლეად შეიძლება იმის თქმა, რომ გოგაშვილის ამ ხერხით დაკავება პირდაპირი გზავნილი იყო „ოცნების“ მოქმედი თუ ყოფილი წევრებისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ გუნდს უღალატებენ და ჭუჭყიან თეთრეულს გარეთ გაფენენ, ანალოგიურად დაისჯებიან. მოლოდინი იმისა, რომ გუნდის დატოვებას არაერთი პირი აპირებდა, ნამდვილად არსებობდა და თან ახლაც შესაფერისი მომენტია – სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძის ტრიოსთან შეერთების მოტივით, რამდენიმე საკრებულოს თუ მერიის ჩინოვნიკმა დატოვა პოსტი და ამ ფორმას სხვაც რომ არ აჰყოლოდა, რომ არ გასულიყო და მერე (ამათგან განსხვავებით, რომლებიც, სავარაუდოდ სულ არ აპირებენ დედაპარტიაზე გადაბრუნებულის თქმას) „ოცნებაზე“ არ მიეტანა იერიში, პრევენცია ჩატარდა. გვერწმუნეთ, ძალიან, ძალიან დამაჯერებელი და ჭკუის სასწავლი, რადგან… ისევ წყაროს მოვუსმინოთ:

საქართველოს მასშტაბით, არაერთ საკრებულოსა თუ მერიაში, კვლავ არიან ის ადამიანები, ვინც თანამდებობას სწორედ გოგაშვილს უმადლიან. მათმა ნაწილმა წინა არჩევნებში გოგაშვილის პარტიის სახელითაც იყარა კენჭი, თუმცა შედეგი ვერცერთმა ვერ დადო. ნაწილი კი მისი ერთგული დარჩა, ოღონდ კვლავ „ოცნების“ საფარქვეშ და სწორედ მათგან ინფორმაციები გოგაშვილთან უწყვეტად მედინებოდა. მეტსაც გეტყვით, გოგაშვილი იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ერთგული მეგობრები სუს-შიც დატოვა და სწორედ მათ იმედად იყო. როგორც გვიყვებიან, სწორედ ამ მეგობრებმა დააჯერეს ის, რომ დაკავება კვირას ღამით მოხდებოდა, რადგან ორშაბათიდან ეს ყველაფერი კვირის მთავარი თემა ყოფილიყო. ახლა, არცერთი ტელევიზია არ აღიარებს და თავს არ „დაიწვავს“, თუმცა ყველა ოპოზიციურმა არხმა იცოდა, რომ კვირას შუა დღიდან, გოგაშვილის სახლთან უნდა ემორიგევათ და დაკავება პირდაპირ ეთერში გადაეღოთო, ამბობს წყარო. უსაფრთხოების სამსახურმა კი ყველაფერი პარასკევს გააკეთა, რადგან ბრძანება გაცემული იყო – „გოგაშვილი აიყვანეთ „ჟოსტკად“ და აიყვანეს ისე, როგორც ტერორისტი.

არადა, ყოფილი ჩინოვნიკის დაკავება უფრო მარტივად შეიძლებოდა. მას დაიბარებდნენ დაკითხვაზე და დატოვებდნენ მოდულის შენობაში, მაგრამ ეს მის მომხრეებს არ დააფრთხობდა. პარალელურად, როგორც წყარო „ალიას“ უყვება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაზუსტებით იცოდნენ, რომ გოგაშვილს ყველა ფაილი გასაჯაროებულ-გადაცემული არ ჰქონდა არც ტელევიზიებისთვის, არც დიპლომატებისთვის, ამიტომ, დაბარებისთანავე, ამ ყველაფრის გაკეთება შეეძლოო. ტყუილია ისიც, რომ კონკრეტული ფაილები დიპლომატებს აქვთ. არავის არაფერი არ აქვს და ამაში მალე თავად დარწმუნდებით – არცერთი დიპლომატი ამ ყველაფერს არ დაადასტურებსო, – ირწმუნება წყარო და მართალია თუ არა ეს, სულ მალე დავრწმუნდებით. მართალია, გოგაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ფაილები დღის სინათლეს უკვე ორშაბათს იხილავენ, მაგრამ… ფაილები მედიას არ აქვს… ახლა მთავარი ის არის, რამდენად შორს წავა გამოძიება. როგორც გვეუბნებიან, უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ გაჟონილი ფაილების საქმით არ დაინტერესდება. უკვე დევს რამდენიმე მოქალაქის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ გოგაშვილმა მათ ქონება წაართვა და თუ ამ საქმეებსაც წამოწევენ, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ყოფილი ჩინოვნიკი ზუსტად იმ სოციალურ სტატუსს დაუბრუნდეს, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდე ჰქონდაო.

და ერთიც, როგორც წყარო გვეუბნება, გოგაშვილი პირველი მერცხალია და მალე კიდევ ერთ, არანაკლებ ცნობილ პირს ზუსტად ანალოგიური სპეცოპერაციით აიყვანენო.

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved