„ოცნების“ ლიდერები შიშით ელიან გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას. ექსპრემიერის ფოტოებზე მოწონებების კონტროლმა მმართველი გუნდი ლამის ჭკუიდან შეშალა, რადგან ისეთი ადამიანები „ეხუტებიან“ გახარიას და ისეთები წერენ, რომ მის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან, „ოცნების“ თავგადაკლულ მხარდამჭერებად რომ ითვლებიან. თანამდებობებიდან კონკრეტული პირების წასვლაც სწორედ იმის სიგნალია, რომ გახარია უსაქმოდ არ ზის, ახალი გუნდის ფორმირებას ახდენს და ამ ახალ გუნდში ძალიან ძლიერ შემადგენლობას უყრის თავს. ისიც ითქვა, გახარიას პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებლად შესაძლოა ანზორ ჩუბინიძე ვიხილოთო. ასეთ შემთხვევაში, ეს გაჭრილი კარტი იქნება, რადგან ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანთაგან, რომელიც ივანიშვილს არ უღალატებს და გახარიას გუნდში მისი გამოჩენაც ივანიშვილის თანხმობის გარეშე გამორიცხულია. ჰოდა, ყველაფერი თითქოს იქეთკენ მიდის, რომ ხელისუფლებაში ვადამდელი თუ კანონით გათვალისწინებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სწორედ გახარიას მთავრობა მოვა, „ოცნება“ კი მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება, ანუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთი კაცის კონტროლს დაექვემდებარება.

„საუბრები იმის შესახებ, რომ „ოცნების“ არაერთი მოქმედი ლიდერი შესაძლოა გახარიას გუნდში აღმოჩნდეს, მიმდინარეობს. ჩუბინიძის შესახებაც ითქვა და თუ ბატონი ანზორი მართლაც გახარიას გუნდში აღმოჩნდება, ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ ივანიშვილს მწვანე შუქი აქვს ანთებული, არავის აღარ დასჭირდება ცალკე დაბარება და თქმა, გახარიას გუნდს შეუერთდიო, ისედაც ყველა იქეთ წავა, რადგან ჩუბინიძის ფაქტორი უდიდეს როლს ითამაშებს“, – გვეუბნება „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ კულტურის კომიტეტის ახლად დანიშნული თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთი პირველი იქნება იმ დეპუტატებიდან, რომელიც გახარიას გუნდში გადავა. ბოლქვაძეზე ამბობენ, პარლამენტში მოხვედრაზე გახარიასთან რეკომენდაცია ნათია მეზვრიშვილმა გაუწიაო. მეზვრიშვილი წავიდა და გახარიას ახალ გუნდში აუცილებლად იქნება. შესაბამისად, არც ბოლქვაძის გადაწყვეტილება უნდა გაგვიკვირდეს, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური გამოცდილებით ცნობილი პიანისტი აშკარად ვერ დაიკვეხნის და შეცდომები ასეთ დროს „მოსულა“. ზოგადად, გახარიას მიმართ დეპუტატებს შორის აგრესია ნამდვილად არ არისდა მმართველი გუნდის ლიდერებს ეს ყველაზე მეტად აბრაზებთ. თანამდებობაზე არმყოფი კაცი დეპუტატებს შორის რომ უფრო დიდი პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, აშკარა პრობლემაა, მაგრამ…
ანი დვალიშვილი, „ალია“
კომენტარები