„პრაიმტაიმს“ აცნობეს, რომ საპატრიარქოს შენობის კედელზე ახალგაზრდა მამაკაცმა შეურაცხმყოფელი წარწერა გააკეთა.
თვითმხილველი ირწმუნება, რომ წარწერა – „ყველაზე უღმერთო ორგანიზაცია მსოფლიოში“ – საპატრიარქოს კედელზე ორი-სამი დღის წინ სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა გააკეთა.
„პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია თავად ზუკა ბერძენიშვილთან გადაამოწმა.
-ნუ, ვიზიარებ წარწერას, თუმცა როგორ იწერება არ ვიცი. აბსოლუტურად ორი ხელით ვეთანხმები – გვითხრა ზუკა ბერძენიშვილმა.
კომენტარები