პოლონეთში გარდაცვლილი 22 წლის ქართველი ბიჭი ბექა ტაბაღუაა. ოჯახის ინფორმაციით, იგი მოკლული ნახეს. ბექა აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა.
ახლობლების თქმით, ბიჭი სამუშაოდ პოლონეთში 7 თვის წინ წავიდა, ბოლო 4 დღის განმავლობაში კი მასთან კონტაქტი გაწყდა. ახლობლებმა ოჯახს აცნობეს, რომ ის დანითაა მოკლული. კონკრეტულად რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია, თუმცა არსებობს ცნობა, რომ იგი უკრაინის მოქალაქემ გამოასალმა სიცოცხლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ბექა ლაგვილავამ გაავრცელა.
ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს საქმის გარკვევაში.
კომენტარები